2.

766 109 64
                                    

როგორ მინდოდა რომ იმ დღეს მაინც ჩაევლო ყველაფერს იოლად, უბრალოდ ავდგებოდი, ცოტას წავეჩხუბებოდი მეც და ისევ ჯიმინთან დავბრუნდებოდი, შემდეგ კი დავიწყებდი წუწუნს იმაზე რომ საშინელი უფროსი გვყავს.

საქმეც ისაა რომ ასე არ და ვერ მოხდა. კაბინეტში ცუდი აურა ტრიალებდა. სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან მის სახეს ვხედავდი, ტანში მცრიდა, ხელებს ზურგსუკან ვმალავდი და ნერვიულად ვათამაშებდი, კბილები მიკაწკაწებდა. ასე არასდროს შემშინებია მისი. განა რა უნდა ყოფილიყო ასეთი რომ ლამის იქვე განვუტევე სული.

- კიმ თეჰიონ,- გაისმა მისი ცივი ხმაც და მეც ტანში უცნაურმა ტალღამ დამიარა, ვფიცავ ჩემს
მუცელში მისი ექო ისმოდა. - როგორ ბედავ, მერამდენედ, თავმოყვარეობა აღარ შეგრჩა?

ღრიალებს სკამიდან, სხვა დროს შეიძლებოდა გამცინებოდა, რადგან სავარძელში ძლივს ჩანს, მაგრამ ახლა ვლოცულობდი რომ ყველაფერი მშვიდად ჩავლილიყო და სახლში ცოცხალი დავბრუნებულიყავი. იმ წამს თითქოს აღარც ვსუნთქავდი.

- ვერ მიგიხვდით, ბატონო,- ამოვილუღლუღე ძლივს. ჩემი ხმა კატის კნავილს უფრო ჰგავდა, ვიდრე კაცის ხმას. მან ჩაიცინა, ზუსტად მახსოვს როგორ დამპლურად ჩატეხა ტუჩის კუთხე, ფეხზე წამოდგა და წრეზე შემომიარა. შემდეგ კი ჩემს წინ დადგა და თვიდან ბოლომდე ჩამათვალიერა, ჩემს საშვს მოკიდა ხელი, რომელიც მუდამ კისერზე მეკიდა და საჭიროების შემთხვევაში ყველას ცხვირწინ ვუფრიალებდი ხოლმე. სადაც დიდი ასოებით ეწერა "ჟურნალისტი კიმ თეჰიონი" ვიყავი კი ჟურნალისტი? ვიყავი კი ამ კომპანიაში რამე? წარმოვადგენდი თუ არა მისთვის რაღაც ფასეულს.

არამგონია.

მწარედ ჩაიცინა და საშვს უდარდელად უშვა ხელი.

- ჩემს გამოწვევას ცდილობ, არა? გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?- კვლავ ღრიალებს, ამჯერად პირდაპირ ყურში ჩამყვირის, მეც სახე შევჭმუხნე და ვეცადე იატაკისთვის მზერა არ მომეცილებინა. გულში ღმერთს ვევედრებოდი რომ ყველაფერს მშვიდად ჩაევლო.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now