24.

619 80 211
                                    

სრულიად უცხო გრძნობაა, როდესაც საკუთარ თავზე იწყებ ფიქრს. როდესაც ხვდები ბედნიერების არსს, როდესაც ამას მთელი არსებით შეიგრძნობ.

ხვდები, რამდენად მნიშვნელოვნები ხდებიან შენ გარშემო ადამიანები. როგორ იძენენ ფასს და მაღლდებიან შენს თვალში. როგორ ბედნიერად გაგრძნობინებენ თავს. გულში სითბო გეღვრება მათი დანახვისას, მოქმედებისას, შეხების და კოცნის დროს. გამორჩეული და ფავორიტი გინდა გყავდეს, მაგრამ ვერ ირჩევ, რადგან შენი გული უკვე დიდი ხანია მკვდარია. თითქოს მზემ ერთხელ გამოანათა, ჩაქრა და მას შემდეგ, აღარც გამოუსხივებია. ერთხელ შეიყვარა, შემოუშვა გულში და მას შემდეგ კარები სხვისთვის არ გაუღია. თითქოს უარს ამბობდა, თითქოს თავად გულს არ სურდა რომ სხვას დაეკავებინა ადგილი. თითქოს შენს ბრძანებას არ უსმენდა და თავად მოქმედებდა. მაგრამ გულის სიღრმეში, შენც კი იცოდი რომ ეს სრულიად სიმართლე იყო და მადლობასაც კი ამბობდი საღამოს რომ რამენაირად გადააგორე ეს დღეც.

გეგონა ყველაფერი ჩვეულ რიტმში ჩადგებოდა დროის გასვლასთან ერთად. როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ - არა. ჯანდაბა, უფრო მეტი ტკივილიც კი მოგაყენა. სხვა გზა არ გქონდა.

და შენ ამას იტანდი.

ყოველ ღამე სახლში მისული, საწოლში შეწვებოდი, ფიქრობდი. ფიქრობდი და თავს იტკიებდი იმაზე ფიქრით, იმ ადამიანზე ფიქრით, რომელსაც მთელი არსებით სძულდი. რომელსაც შენი დანახვაც კი არ სურდა. რამდენჯერ, რამდენჯერ გასულხარ შუაღამით გარეთ. რამდენჯერ მისულხარ კომპანიაში, შეგიხედავს მეშვიდე სართულისთვის. ხედავდი მბჟუტავ სინათლეს, გული გიკვდებოდა, როდესაც ხვდებოდი რომ ის ჯერ კიდევ სამსახურში იყო. შუაღამის სამ საათზე, ის წყეულ მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, მხოლოდ იმის გამო რომ საკუთარი ფიქრებით გონება არ გადაეტვირთა და ყველაფერი დაებლოკა.

წყეულიმც იყავ, კიმ თეჰიონ.

რამდენჯერ გაგიმეორებია ეს სიტყვები საკუთარი თავისთვის, მიუხედავად იმისა რომ მუდამ ამტკიცებდი შენი ბრალი არ იყო. რამდენჯერ გაგისტუმრებია ცივი უარით ჯონგუკი, რომელიც თქვენ ორის დახმარებას ასე მონდომებით ცდილობდა. რამდენჯერ გაგილანძღავს ჰოსოკი ჯიმინის წინ, მაგრამ ღამით შენს საწოლში მიკუჭული, ცრემლებში იხრჩობოდი და ბოდიშებს იხდიდი მის პალტოსთან ჩახუტებული.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now