28.

600 75 174
                                    

ადამიანები ვერასდროს მიხვდებიან იმას თუ რა დიდი ძალისხმევა სჭირდება, რაღაც არასასურველით გამოწვეული ემოციის შეკავებას. ეს კი როგორი რთულია დამალო იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია.

გატრუნული ვწევარ საწოლზე, გონს სულ რაღაც ხუთი წუთის წინ მოვედი. თვალის გახელისთანავე შევეჩეხე თეთრ, მომაბეზრებელ ჭერს, ხელები აქეთ - იქით გავაფათურე და ცივი მეტალის მეტს ვერაფერს შევეხე. თავი ოდნავ წამოვწიე, უჩუმრად და ოთახი მოვათვალიერე, არავინ იყო. მხოლოდ აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა. თავი ისევ ბალიშზე დავდე და ღრმად ამოვიოხრე, ეს რა დღეში ჩავვარდი. ხელები სახეზე მოვისი გამოსაფხიზლებლად, ის რაც ვნახე, სიზმარი ვერ იქნებოდა, რადგან სხვა შემთხვევაში ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ ჰოსოკი... ის მართლა დავინახე თუ მომეჩვენა, ვერ ვხვდები. გული ჯერ კიდევ სწრაფად მიცემს მის გახსენებაზე, ხელებს ჯერ კიდევ ვგრძნობ სხეულზე და მთელ ოთახში მისი სურნელი ტრიალებს, ან უბრალოდ ისევ მე მეჩვენება.

კარები იღება და შიგნით თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი შემოდის, თავს სწრაფად ვაბრუნებ იმ მხარეს და მის მომღიმარ სახეს ვაშტერდები. მის უკან ჯერ კიდევ ღია კარებში შევნიშნე ჩემგან ზურგით მდგარი პიროვნება, მისი სახე არ ჩანს, მხოლოდ ზურგი და შავი თმები. შემდეგ კი კარები იკეტება.

- თეჰიონ, თავს როგორ გრძნობ?- მეკითხება კაცი, სახელად სოჯუნი.

- ჩვეულებრივად,- მობეზრებით ვპასუხობ და გვერდს ვიცვლი, ნამდვილად არ მსიამოვნებს საშინელ საავადმყოფოში ყოფნა და ექიმების ყურება. ჯიმინი მინდა.

ჯიმინი, ნეტავ ახლა რას აკეთებს.

- დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეგიხვევენ ფეხს, საღამოს კი შეგეძლება სახლში წასვლა,- ამბობს ის, რაღაცას ამოწმებს და კარებსიკენ მიდის. იქნებ ეს ჩემი შანსია?

- ექიმო,- მისკენ სწრაფად ვტრიალებ, ისიც კარებში შეშდება და ღიმილით მიყურებს.- აქ ვინ მომიყვანა?

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now