16.

665 91 98
                                    

დილა ჩვეულებრივ გათენდა. საწოლზე კვლავ ისე ვეგდე, როგორც წინა ღამეს. ჩემი ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა. გუშინ გულმა ვერ მომითმინა და კვლავ ჩავრთე. ამჯერად ჯიმინი რეკავდა გამწარებული, მაგრამ მაინც არ ვპასუხობდი. თავს უცნაურად ვგრძნობდი, მუცელში უცნაური შეგრძნება, ფეხებში ძალა არ მქონდა რომ დავმდგარიყავი და თვალებს დაბნეული ვაცეცებდი. დილიდან მოყოლებული უამრავი შეცდომა დავუშვი ჩემი გაფანტული გონების გამო. წინდები უკუღმა ჩავიცვი. ზედა შემეშალა, ჭრილს შარვლის ღილის ნაცვლად, თითი გავუყარე. კიდევ ათასი რაღაც. ბედნიერი ვიყავი რომ კომპანიამდე ნორმალურად მივაღწიე. ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ, შიგნით შევაბიჯე. იქ ყოველთვის განსხვავებული აურა და სურნელი ტრიალებდა, ყოველთვის მომწონდა აქ ყოფნა. იმ წამს ჩემი დაწყობილი გეგმებიც კი დამავიწყდა და იძულებული გავხდი ისევ დაბნეული ბიჭის როლი მომერგო. ზედმეტად ნერვებს მიშლიდა უკვე ეს ყოველივე. როგორც ყოველთვის კიბეს ფეხით ავუყევი, გზად არავინ შემხვედრია და სიმართლე ვთქვა, დილიდანვე უცნაური სიჩუმე იდგა. დეველოპერთა ჯგუფი დარბაზში იყო, კომპიუტერებთან ისხდნენ და რაღაცას აკეთებდნენ. ჯი ვონიც არ ჩანდა საკუთარ პოსტზე. თვალი ჰოსოკის კაბინეტისკენ გავაპარე, მაგრამ ცარიელი იყო. ჩანთა იქვე დავდე, დარბაზში არ შევსულვარ, არ მსურდა მათთვის ხელი შემეშალა. უსაქმოდ ვიყავი, ამიტომაც გადავწყვიტე საპირფარეშოში გავსულიყავი რომ ჩემი ქარისგან არეული თმები დამელაგებინა. ტელეფონი ნიჟარაზე მოვათავსე. ხელები დავისველე და ჩემი წითელი თმების შესწორება დავიწყე. ჯერ კიდევ ვერ ვგუობდი ამ ფერს, მაგრამ მომწონდა.

კარები გაიღო, სარკეში ვხედავდი როგორ მედგა უკან ჰოსოკი. თავი ჩემს მხარზე ჩამოდო და ჩემს ერთობ გაოგნებულ სახეს სუსტი ღიმილით შეჰყურებდა.

- რა ჯანდაბაა,- შევყვირე და ხელი ვკარი, უცნაურად მომცილდა, მე კი რაც შემეძლო კედლისკენ მივიწიე. - რას აკეთებთ?

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now