31.

503 76 69
                                    

ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის. ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჯიუტად. ცდილობ გვერდით გყავდეს, არსად გაუშვა, მხოლოდ შენი იყოს, შენს საკუთრებაში. არ არსებობდეს მესამე პირი ურთიერთობაში. რთულია ეს, მაგრამ არა შეუძლებელი.

დაღონებული მივლასლასებ სახლში. ჯიმინს ვუყურებ, მშვიდად რომ ზის დივანზე და ღიმილიანი სახით შეჰყურებს ჯონგუკს, რომელიც რაღაცას აკეთებს მაგიდაზე.

- დილამშვიდობისა,- მოკლედ ვამბობ და ხელს მისალმების ნიშნად ჰაერში ვწევ, შემდეგ კი ოთახში გავდივარ. დაღლილი საწოლზე ვეცემი და იმ წამსვე მიტივტივდება ჰოსოკის სიტყვები.
ერთი ღამე, ღმერთო, ლამის წამოვეგე.

- სად იყავი მთელი ღამე?- შემორბის ჯიმინი ოთახში.

- შერიგდით?- ჩემი მოგუდული ხმა ისმის და ყველანაირად ვცდილობ ამ საუბრის თავიდან აცილებას.

- კი, მაგრამ ვერ გამექცევი. გუშინ დიდხანს გელოდებოდი, რატომ არ დარეკე?- არ წყდება ჯიმინის ხმა, შეჭმუხნული სახით დგას კარებში, გადაჯვარედინებული ხელებით და უბრალოდ მელოდება როდის ვუპასუხებ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ იმის თქმას თუ სად გავატარე ღამე. რატომ? იმიტომ რომ ჯერ საკუთარ თავი უნდა ჩამოვაყალიბო, გავერკვე რომ შემდეგ მის კითხვებს ვუპასუხო.

- ჯიმინ, იქნებ თავი დაანებო? ვერ ხედავ, დაღლილია,- წუწუნით შემოდის ოთახში ჯონგუკი. მადლობა ღმერთს, რაღაც გამოსადეგს აკეთებს. მადლობელი ვარ რომ უსიტყვოდ მიხვდა და უბრალოდ გაიყვანა ჩემი ჭორიკანა მეგობარი. თავს ვწევ და ბალიშს ვეკვრი მთელი ძალით. თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ რა ვუყო იმ აბობოქრებულ გრძნობების კოროანტელს ჩემს სხეულში რომ დარბიან თავიდან ბოლომდე და ჟრუანტელს მგვრიან ყოველივეს გახსენებაზე. მეღიმება. ჯანდაბა, ამის დედაც, მეღიმება. მისი გახსენება სიხარულს მგვრის, გულს მიფანცქალებს და სასიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now