6.

523 100 59
                                    

საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა იყო სწორი და მართალი, რისთვის ვაკეთებდი ამას. ვიღაცის უაზრო სურვილის გამო? კი, მართალია, ჯიმინი ხშირად მაფრთხილებდა, მაგრამ არასდროს მისთვის არ მეცალა. მე ხომ ჩემი უაზრო შურისძიებით ვიყავი დაკავებული.

გვერდით ისე ჩამიარა, ვერც კი იგრძნო მასზე მიშტერებული წყვილი თვალი. რა თქმა უნდა, ყველა თავდახრილი იდგა ჩემს გარდა, მე კი ერთი საცოდავი არსება, რომელიც დღეს აიყვანეს სტაჟიორად, დგას და პირდაპირ თვალებში შესციცინებს ბატონს. მიუღებელი იყო, ამიტომაც მიწევს ახლა არქივში ყოფნა და უაზრო ქაღალდების ზიდვა. მგონი იმ სათვალიანმა ქალმა შემამჩნია და გადაწყვიტა ჩემი დასჯა, სულ არ მწყენია, არც გავბრაზებულვარ. გამიხარდა კიდეც, ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანდი და შესაძლოა წამით მაინც დამევიწყებინა ის, მაგრამ რა დამავიწყებდა, ჯერ კიდევ თავში მიტრიალებდა ის საოცრად სიმპატიური სახე.

უამრავი ფურცლის ურიკით ზიდვის შემდეგ, როგორც იქნა თავი დავაღწიე და დრო იყო მართლა გამეკეთებინა რაიმე რომ არ დამეკარგა ეს სამუშაო, ამიტომაც პირველ რიგში იმ შავგრემან გოგოსთან მივედი, რომელსაც თავიდანვე მიმაბარეს და რომლის სახელიც როგორც გავიგე რიუ ჯინი იყო.

რთული სამუშაო სულაც არ ყოფილა, უბრალოდ დეველოპერთა მთელს ჯგუფში უნდა მერბინა აქეთ - იქით და მეტარებინა ფურცლები. სადაც რამდენიმე სწორი ხაზი იყო გავლებული, რომელსაც ისინი მნიშვნელოვნად თვლიდნენ. როგორც მოძიებული ინფორმაციებიდან გავიგე, უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც არა მხოლოდ დაკვეთით, არამედ საკუთარის წარმოებით არიან დაკავებულნი, ცდილობენ ქვეყანაში უფრო მეტად გაიდგან ფესვები და პირველობა არ დათმონ.

ზუსტად მახსოვს, ამ საქმეზე ბატონ ჯონსაც კი ვესაუბრე და ყველაფერი დეტალებში გავიგე.

ამჯერად ძალიან გავნერვიულდი, რადგან დღის ბოლოს, რიუ ჯინმა პირდაპირ მე დამავალა უფროსის კაბინეტში შესვლა და მთელი ამ ნაჯღაპნის მისთვის გდაცემა. თავზარი დამეცა? წესით კი, მაგრამ არ მინდოდა დამტყობოდა. ამას პლიუს ჩემი ალეწილი სახის გასწორებასაც ვცდილობდი, რაც ასე თუ ისე გამომდიოდა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Donde viven las historias. Descúbrelo ahora