17.

829 96 328
                                    

კომენტარები რომ არ დაწეროთ, დაგჭრით.

ოთხი დღეა ზედიზედ ვასწორებ. სიზმარშიც ამ სიტყვებს ვხედავ, დავიზეპირე უკვე.

ხო და ამ მუსიკას მოუსმინეთ. იცოდეთ, მოუსმინეთ!!! დამიჯერეთ, მაგარია😋

~ ~ ~*~*~ ~ ~

ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ, რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი.

სწორედ ეს აღმწერდა მე. თავიდან ბოლომდე. მთელი ორი დღის განმავლობაში ჯონ ჰოსოკს გავურბოდი, მაგრამ რაც უფრო შორს მივდიოდი მისგან, მით მეტად მიახლოვდებოდა და ცდილობდა ჩემს გვერდით ყოფნას. თანამშრომლები უცნაურად მიყურებდნენ, ჯონგუკმა დაცინვა შეწყვიტა. მხოლოდ სუსტ ღიმილს მაჩუქებდა, ისიც იშვიათად ჩნდებოდა ჩემს თვალთახედვის არეალში და კომპანიაში მითუმეტეს. ჰოსოკი კი უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, უფრო ინტერესდებოდა ჩემით. სხვადასხვა შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი. თავიდან ბრაზდებოდა, მაგრამ მშვიდად მიღიმოდა და გვერდს მივლიდა. დიდ გაურკვევლობაში ვიყავი. თითქოს დღითი დღე ვექცეოდი ნაჭუჭში.

- გაიძულებ,- შემოვარდა საპირფარეშოში ჰოსოკი. შიშსგან შევხტი და კედელს ავეკარი. იმდენად ძლიერად მიაჯახუნა კარი.- გაიძულებ ჩემთან ერთად დროის გატრებას. აღარ შემიძლია ლოდინი.

ღრიალს არ წყვეტდა. შიშისგან გული მისკდებოდა, მეგონა მთელ კომპანიას ესმოდა ჩვენი, მას კი ფეხებზე ეკიდა.

- ვერ ვხვდები,- ძლივს ამოვილუღლუღე და შიშით სავსე მზერა მას მივანათე. შევნიშნე როგორ მოულბა მზერა, უკან დაიხია და ღრმად ამოისნუთქა.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now