10.

597 91 101
                                    

იმ დღეს იმდენი სისულელე ვილაპარაკე. გოგონები მომწონს, არა? ესეიგი გოგონები მოგწონს, კიმ თეჰიონ. მაშინ რატომ გდის დორბლები ჯონ ჰოსოკზე. რატომ მკლავს იმის სურვილი რომ სულ მას შევეხო. გაცოფებული დავდიოდი, ჯერ ჩემი სისულელის და შემდეგ ბატონი ჯონგუკის შანტაჟის გამო, თავი ვინ ჰგონია ასე რომ იქცევა? რატომ ცდილობს დამაძალოს იქ წასვლა, სადაც არ მინდა.

იდიოტი ხარ, კიმ თეჰიონ. სრული იდიოტი.

- ბატონო ჯონგუკ, ერთი წუთით,- დავიყვირე დერეფნის ბოლოდან, ჰოსოკის კაბინეტში მისული ჯონგუკის შუა გზაზე გაჩერდა და ღიმილიანი სახით შემომაცქერდა. სანამ მასთან მივდიოდი, მესმოდა კვლავ ხალხის ჩურჩული.

- აბა, რა გადაწყვიტე?- ეშმაკური ღიმილით მკითხა. მე კი წარბებშეკრული ვუყურებდი სახეში. საერთოდ აღარ ვუყურებდი მის სიმპატიურ სახეს, აღარ მაინტერესებდა. რამდენადაც გარედან იყო სასწაული, იმდენად საშინელი შიგნიდან. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ სახალისო იყო და კარგი მეგობარიც.

- არ გაქვთ უფლება რაღაცები დამაძალოთ,- მივახალე პირდაპირ რასაც ვფიქრობდი.

- შენ კი არ გაქვს უფლება უფროსის ბრძანება არ შეასრულა,- პატარა ბავშვივით ჩამიდგა ჯიბრში. ახლა მართლა ორივენი პატარა ბავშვებს ვგავდით.

- მაგრამ ძალით წაყვანა, დასვენებას არ ნიშნავს,- ბრაზმორეულმა ფეხი დავაბაკუნე. ყველა ჩვენ შემოგვყურებდა. ჯი ვონი ეცადა ჩარეულიყო, მაგრამ ჯონგუკმა ხელის აწევით გააჩერა.

- იმიტომ გიბრძანებ რომ შენი ნებით არ მოდიხარ,- ენას ვერ აჩერებდა, ყველა ჩემს არგუმენტზე ჰქონდა პასუხი, რაც მაღიზიანებდა. დიდი სიამოვნებით გავარტყამდი და ცხვირაბზუებული, ჩემი თავით კმაყოფილი გავბრუნდებოდი უკან, მაგრამ ეგ ამ სიტუაციააში ზედმეტი იყო.

- არ მინდა წამოსვლა, ვერ დამაძალებ...- ვაპირებდი კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ ჩემი ტელეფონი როგორც ყოველთვის უდროო დროს აბზუილდა. ჯონგუკს თვალი მოვაცილე და ჯიბიდან ამოვიღე, მან კი ხელიდან ამაცალა და ჰაერში ასწია.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum