29.

544 73 77
                                    

კარგი გრძნობაა გრცხვენოდეს, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის მეტად გრხცვენოდეს.

გატრუნული ვწევარ საწოლზე და იუნგის თვალსაც კი ვერ ვუსწორებ, გვერდით რომ ზის, ჩემს ხელზე ჩაჭიდებული. საშინლად მრცხვენია მის წინაში მომხდარის შემდეგ წარდგენა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს წამების წინ რაღაც დიდი ცოდვა ჩავიდინე, სინამდვილეში მართალია. მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია. ისევ და ისევ ჰოსოკის ბრალია ყველაფერი.

რომ მახსენდება ოთახში ყოფნის დროს, რა გააკეთა და რა თქვა, ტანში ჟრუანტელი მივლის. ახლა იუნგის როგორ გავუსწორო თვალი, როგორ ვუთხრა ის თბილი სიტყვები, რასაც აქამდე ვეუბნებოდი, როგორ შევეხო მას. ჩემს ძალებს აღემატება, რატომ უნდა დაიტანჯოს ის. რატომ უნდა გავუკეთო იგივე იუნგის, რაც მე ჰოსოკმა გამიკეთა?

- თეჰიონ,- მესმის მისი ხმა, თავს გვერდით ვწევ და მას ვაშტერდები. დამავიწყდა რომ მეძინა და მისგან თავის არიდებას ვცდილობდი.- მეგონა გეძინა.

- ხო,- ოდნავ ვიწევი, თავის ტკივილი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო და მომხდარს თვბრუსხვევაც დაეტოვებინა.- არაფერია, კარგად ვარ.

ვამბობ და ჩემს დასახმარებლად წამომდგარს ვაჩერებ.

- რა მოხდა? ჯიმინისგან გავიგე და მაშინვე აქ წამოვედი,- ამბობს ხმადაბლა.- ვინერვიულე, ასეთი რამ როგორ შეგემთხვა?

- უბედური შემთხვევა იყო,- ვახლი უცებ. ის კი ოხრავს.

- ვიღაც ბიჭი შემხვდა პალატის კარებთან. ცოტა უცნაური იყო,- აგრძელებს საუბარს, მაშინვე ვხვდები ვის გულისხმობს. ისინი რა, ერთმანეთს შეხვდნენ?

- ჰოსოკი ნახე?- ვყვირი, რის გამოც თავის ტკივილი უფრო იმატებს და იუნგიც ხტება.

- რა მოხდა?- ბუზღუნებს შეშინებული.- მითხრა რომ ჯონგუკის მეგობარი იყო.

- არაფერი, არაფერი, ერთი უსიამოვნო ტიპია,- ვოხრავ და ჰაერს ვისუნთქავ.- იუნგი.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now