5.

587 95 73
                                    

დილიდან ისევ ტანსაცმელს ვეძებდი, მაგრამ რისთვის არ ვიცი. რას ვაპირებდი ან როგორ ვაპირებდი მის მოხიბვლას, ჯიმინსაც კი ვესაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ვერაფრით დამეხმარა. არც მან იცოდა რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ინტერნეტს ვქექავდი, ჩემდა საბედნიეროდ აღმოჩნდა რომ ჯგუფისთვის დამხმარე ძალას ეძებნდნენ სამი კვირით, რადგან უფროსმა თანამშრომლების ნახევარი დაითხოვა და შერჩევისთვის სივი უნდა გადაგვეგზავნა უბრალოდ, შემდეგ კი დაგვიბარებდნენ გასაუბრებაზე. მაშინვე დავთანხმდი და უფროსს გადავურეკე რომ ჩემი სივი შეედგინა, როგორც მას სურდა, მაგრამ მკაცრად გავაფრთხილე რომ არარსებულებს ნუ ჩაწერდა. რა თქმა უნდა, ისიც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა, მეც მხიარულად გავაგრძელე ტანსაცმლის არჩევა. საბოლოოდ როგორც იქნა მომზადებული დავადექი კომპანიის გზას. მისვლამდე ცხრაჯერ დამირეკეს ჯუნგმა და ჯიმინმა, გამაფრთხილეს რომ ჩემი ყველანაირი ინფორმაცია დამალული იყო და მხოლოდ იმის გამოყენება შემეძლო, რაც უკვე სივში ეწერა, დანარჩენებს შემდეგ ამიხსნიდნენ. მეც დავთანხმდი, სივიც კი არ მქონდა წაკითხული, აზრზე არ ვიყავი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ იმედს ვიტოვებდი რომ ყველაფერი კარგად ჩაიცლიდა.

ტაქსის მძღოლმა პირდაპირ ჯონების კომპანიის წინ გააჩერა, აქ ადრეც ვყოფილვარ ინტერვიუზე, მაგრამ მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, ასე რომ ჩვეულებრივად შემეძლო შევსულიყავი და იმის შიში არ მქონოდა რომ ვინმე მიცნობდა. ჩემს გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იყო, რა თქმა უნდა, თავიდან ბევრმა ისურვა, მაგრამ, როდესაც გაიგეს რამდენად მძიმე სამუშაოების შესრულება მოუწევდათ ალბათ გადაიფიქრეს.

ერთი ქერა თმიანი გოგო იდგა და ადგილზე ცქმუტავდა, დაცვის წევრი ამრეზით ათვალიერებდა ზემოთ ქვემოთ. ვერ მივხვდი ციოდა თუ უბრალოდ ნერვიულობდა, მაგრამ ერთი ის კი ვიცოდი რომ აქედან ისე არ წავიდოდი ეს სამუშაო რომ არ მიმეღო, რადაგანც პირველ რიგში ბატონ ჯონ ჰოსოკთან ჩემი ანგარიშები მქონდა გასასწორებელი, შემდეგ კი უფროსი ჯუნგის დავალება შესასრულებელი.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now