19.

795 87 214
                                    

მოუსმინეთ ისევ მუსიკას!

~ ~ ~*~*~ ~ ~

ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მშვიდად ვმგზავრობდით, მაგრამ გაწვიმდა. იმდენად ძლიერად რომ მინის გამწმენდი ამდენს ვერ აუდიოდა. ჰოსოკი ნელა მოძრაობდა. სახეზევე ეტყობოდა გაღიზიანება, ალბათ არ ელოდა წვიმას.

- და მაინც, სად მივდივართ?- ვკითხე ხმადაბლა. უკვე მართლა ციოდა მანქანაშიც კი, მიუხედავად იმისა რომ გათბობა ჩართული იყო. ჰოსოკის პალტოში ჩავყავი ხელები რომ გავმთბარიყავი.

- ჩუმად იჯექი,- და გამაჩუმა. ღრმად ამოვიოხრე. ტელეფონი მაინც რომ მქონოდა შევძლებდი გულის გადაყოლებას. შეიძლება ჯიმინმა ამიფეთქოს. მან არ იცის სად ვარ, არც ტელეფონზე არ ვუპასუხებ და მითუმეტეს რომ არც კარებს გავუღებ, ჭკუიდან გადავა.

- გადმოდი,- ვერც კი შევნიშნე, როდის შეაჩერა მანქანა. იმდენად ძლიერ აღარ წვიმდა, მაგრამ მაინც ძლიერი იყო. ჰოსოკი პალტოში ჩაეფლო და მანქანიდან გადავიდა. მეც მას გავყევი. საბოლოოდ კი ერთ პატარა კოტეჯში ამოვყავით თავი. ძალიან საყვარლობა იყო. გარეთ სიცივის მიუხედავად, შიგნით ბუხარი ენთო და სასიამოვნო სითბო ტრიალებდა. მაშინვე გავიძრე პალტო და ბუხარს მივუჯექი. ჰოსოკი კი რაღაც უჯრებში იქექებოდა.

- რას ეძებ? ან აქ უნდა დავრჩეთ?- ვკითხე მას და ჩემი გაბურძგნული წითელი თმები, რომელიც გვერდებზე აპრეხილი იყო, ოდნავ შევარხიე.

- ხო, აქ უნდა დავრჩეთ,- მოკლედ განმიცხადა და გარეთ გავიდა. ამოვიოხრე, ის ჯერ კიდევ ძალიან ცივი იყო. სიცხის გამო თითები და ლოყები გაწითლებული მქონდა, სახე მიხურდა, მაგრამ ასე კარგად ვიყავი. დივანს ვეყუდებოდი და მშვიდად თვალებ მინაბული ვიწექი. გული უცნაურად მიძგერდა. მინდოდა, რაღაც ან ვიღაც - ჰოსოკი. დიახ, მე ის მინდოდა. ის ჩემთან იმდენად ახლოს იყო, მაგრამ მაინც ძალიან შორს. ვერასდროს ჩავხედავდი თვალებში და ვერასდროს ვეტყოდი დამშვიდებული გულით რომ მიყვარდა. ჩემი ნაბიჭვრული საქციელის გამო ოთხი ადამიანის ცხოვრებას ვანგრევდი.
ნეტავ, თავიდანვე გამეაზრებინა ეს ყველაფერი. ნეტავ, თავიდანვე მეფიქრა ამაზე.

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Donde viven las historias. Descúbrelo ahora