(1) ბაკურიანისკენ.

2.2K 44 8
                                    

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, გარკვეული სახის მომენტებისგან შედგება. პირველი არის მომენტების ის კრებული, რომელიც ჩვენში არსებულ ადუღებულ სისხლს ზღვის ტალღების მსგავსად მიაქანებს გულისკენ, გულიდან კი ტვინისკენ. გვაგდებს აღტაცების, ბედნიერებისა და სიყვარულის მორევში. მეორე, რომელიც ჰგავს ტყუილების იმ დიდ სკივრს, დიდი სიამოვნებით რომ გადავაგდებდით სადმე შორს. რაც მთავარია, არაფრით გავაკარებდით ჩვენს ცხოვრებას. მესამე და ბოლო კი არის ის, რომელიც უბრალოდ არსებობს, რათა ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი გახადოს. ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უბრალო მომენტებია.

***

- ავტობუსში არაფერი ჭამოთ, იცოდე! _ მკაცრად გაგვაფრთხილა რევაზიმ და ცოტახნით დაბლა ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი საათის გამოსული ვიყავი სახლიდან, დედაჩემი ვერაფრით მშვიდდებოდა.

- გისმენ, დედა. _ ვუპასუხე და ჰაერზე გავლა გადავწყვიტე.

- აბა, წახვედით უკვე?

- არა, ბავშვებს ველოდებით. ცოტახანში გავალთ ალბათ.

- ჭკვიანად იყავი იცოდე.

- კარგი დედა, კარგი. შეიძლება წავიდე?

- კი. თბილად ჩაიცვი! _ ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა და ტელეფონი სწრაფად გათიშა. თითქოს მე ვაწუხებდი ამდენი კითხვებით.

დილის ხუთი საათი სრულდებოდა. ლამპიონები სუსტად ანათებდნენ და თბილისიც ზედმეტად ლამაზ იერს იძენდა. შიშველ ხეებს წამით შევავლე თვალი და ავტობუსში ავბრუნდი.

ოცდახუთი დეკემბერი იდგა. იმდენად დიდი სიცივე ტრიალებდა გარშემო, რომ წამით მეგონა თუ კი ასე გააგრძელებდა ჩემს სულშიც შემოაღწევდა. რა თქმა უნდა, თბილისს თოვლი არაფრით ღირსებოდა. ჰოდა, მეც როგორც თოვლის მოყვარული ადამიანი, ორმაგად ბედნიერი ვიყავი, რომ რევაზის სწორედ ბაკურიანში მივყავდით გასტროლებზე.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now