25.

665 27 5
                                    

დღეები გადიოდა, ზაფხულიც თანდათან დასასრულს უახლოვდებოდა, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სეზონებსაც ბევრი კარგი რამ ახასიათებდათ და ისინიც თავისებურად გამოირჩეოდნენ, მე მაინც ზაფხულს ვანიჭებდი უპირატესობას.

ფანჯრიდან დილის თბილისს გავყურებდი. ცა მთლიანად შავ ღრუბლებს მოეცვათ და საცაა წვიმაც წამოვიდოდა.

ასეთი ამინდები ყოველთვის მთრგუნავდა, ადამიანს ვამსგავსებდი, რომელიც მიუხედავად ბევრი სირთულისა, ყველანაირად ცდილობდა ემოციებთან გამკლავებას, საბოლოოდ კი მცდელობა კრახით სრულდებოდა. წვიმდა შეუჩერებლივ, მანამ სანამ დედამიწა მთელს სიმძიმეს არ მოიხსნიდა ზურგიდან. მეორე დღეს კი მოწმენდილ, დამშვიდებულ ცაზე მშვიდად დანავარდობდნენ ქათქათა ღრუბლები.

ჩემი ყველა ფიქრი ახლა ქეთასკენ იყო მიმართული. გეგას ვერაფრით ვუგებდი. გაბელაშვილმა ხომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, აუხსნა თუ როგორ მნიშვნელოვანი იყო მისთვის საფრანგეთში წასვლა. კანდელაკი კი მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდა ცივად. ამდენი ხნის ნანატრ ურთიერთობას დაუფიქრებლად ნათქვამი "ვშორდებით" -ით ანგრევდა. გაბრაზებული და გაოგნებული ქეთაც ცხელ გულზე თანხმდებოდა მის გადაწყვეტილებას.

- საფრანგეთიდან ბევრ კარგ რამეს ჩამოვიტან. _ საუკეთესო მეგობარში მანიაკის ქცევებს ვამჩნევდი თანდათან. საწოლზე გულაღმა იწვა და ერთი და იმავე თემის გარშემო შეუჩერებლივ ბრუნავდა.

- ქეთა..

- პარიზში როგორც კი ჩავალ, ეიფელის კოშკთან გადავიღებ ფოტოს, კლასიკაა მაინც. _ ჩაიცინა.

- კარგად ხარ?

- მოდი თორნიკეს დაშორდი და ერთად წავიდეთ. ქალური სოლიდარობა!

- გშია. წამოდი ვჭამოთ, გაამზადებდა მაკა რამეს.

- არა, ასე მირჩევნია.

- მაშინ იყავი და მე ამოვიტან.

- მოდი რამეს ვუყუროთ.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now