(4) ძლიერი ხარ წიგნის ჭიავ, ძალიან ძლიერი..

832 39 4
                                    

ყველაზე დიდი ნაკლი რაც გამაჩნდა ის იყო, რომ წყენას გულში ვერაფრით ვიტოვებდი.

***

- დედა? აქ რას აკეთებ? სამსახური? _ საღამოს მაკამ სურპრიზი მომიწყო და ელენეს თანხლებით პირდაპირ ბაკურიანში "დაგვადგა."

- ნინიტა, ჯერ ახლა ჩამოვედი და უკვე კითხვებით ამავსე. _ შემომჩივლა. ელენე მაშინვე წელზე შემომეხვია.

- გამიკვირდა, ხომ თქვი ვერ მოვიცლიო?

- სამსახურში ამბები დავატრიალე, შენობა ჰაერში ავწიე რამის და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დღის გულისთვის. _ ნახშირივით შავი, ხვეული თმა ზურგს უკან გადაიყარა.

- ხელზე რა გჭირს? _ წამოიძახა, როდესაც შეხვეული დაინახა. არ მქონდა გათვალისწინებული, რომ რევაზის გარდა, კიდევ ვინმესთვის უნდა დამემალა.

- არაფერია, ღამის გათევას სად აპირებთ?

- ქუჩაში არა, რაც მთავარია. _ შეკრული წარბებით დახედა კვლავ ხელს.

- თემას რატომ ცვლი? რა დაგემართა?

- წავიქეცი.

- ხიფათიანი ბავშვი ხარ, ნინიტა. _ თავი გააქნია და ელენესთან ჩაიკეცა. ქურთუკი მჭიდროდ შეუკრა და ხელი ჩასჭიდა.

- დათო არ არის?

- არა. საქმეები მაქვს აქ მოსაგვარებელი, ისედაც ვიცი, რომ ნინიტა ყველას ჯობნის ცეკვაშიო. ჰო, ისიც დამაბარა, ბოდიში მოუხადეო.

- და კიდევ ჩემს მაგივრად გააწვალეთო ისიც თქვა. _ არც ელენე ჩამორჩენია დიალოგს.

- ამის თქმა საჭირო არ იყო, ელენე. _ თვალები დაუბრიალა მაკამ, ჩამეცინა. ეს პატარა ონავარი წამალს ჰგავდა. რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყავი, ოდნავი სიახლოვეც კი მალამოდ გედებოდა. მისი შეუჩერებელი ტიტინი, ხომ საერთოდ. უკურნებელ სენსაც მოგაშორებდა.

ცოტახანში გეგა გამოვიდა გარეთ. ზურგზე ქეთა შემოესვა და გაბელაშვილიც მონდომებით ურტყამდა კანდელაკს. მუშტებს არ იშურებდა მისთვის და თითქმის წივილით ჩასძახოდა დამსვი, ყველასთან შევრცხვიო.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now