13.

646 29 4
                                    

დილა ადრიანად დაიწყო. ჯერ კიდევ ცხრა სრულდებოდა, ქეთამ კარი რომ შემოაღო და საწოლზე გაიშხლართა. არაფრით მომცა საშუალება, ცოტაც კიდევ გამომეძინა მთელი ღამის უძილოს. როგორც ყოველთვის, ღამით ზედმეტი ფიქრები არ მაძლევდნენ მოსვენების საშუალებას.

- ადექი, გთხოვ, მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა!

- ხუთი წუთიც რა.

- ნინიტა, აეგდე!

- რა აგრესიაა ამ დილა უთენია. _ ვბუზღუნებდი თვალებ მოჭუტული.

- არ დგები?

- არ შემეშვები?

- არა!

- ჰო, კარგი. _ წამოვჯექი და თავით კედელს მივეყრდენი, ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი გახვეული.

- აბა, გისმენ.

- უკვე დიდი ხანია ასე ვარ, გუშინ მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და ახლა მგონი თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში.

- ბოლოდან იწყებ ამბის მოყოლას?

- მაცადე!

- ბოდიში. _ ხელები ავწიე დანებების ნიშნად.

- მოკლედ.. მგონი.. არა, მგონის გარეშე, გიგა მომწონს. _ საწოლზე ახლიდან გადაწვა და ბალიში თავზე დაიდო. იმდენად ამაჟიტირა ამ ამბავმა, მეგონა მე ამიხსნეს ახლახანს სიყვარული.

- ვაიმე, არ არსებობს! ანუ ქორწილი და რამე! მეჯვარე მე ვარ, არ მაინტერესებს!

- ღმერთო, რა გეშველება. ჯერ ისიც არ ვიცი გეგა რას ფიქრობს ჩემზე.

- უსიძო ქორწილიც არაა ცუდი, ბევრი საჭმელი შეგვხვდება. _ მხრები ავიჩეჩე და საპასუხოდ ბალიშიც მივიღე სახეში. ღირსი ვიყავი, ვაღიარებ.

- მე პანიკებში ვარ და შენ დამცინი, იდიტო!

- კარგი, ჰო. გეგაც არ არის წინააღმდეგი, დარწმუნებული ვარ.

- საიდან დაასკვენი?

- ასეთ გოგოს ვინ დაიწუნებს ძმაო? "კრასავიცა" მყავხარ!

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now