(24) აღიარება.

704 34 6
                                    

- ახლა სიყვარული ამიხსენი თუ მე ვაჭარბებ?

- წესით, პირველი. _ სულელივით ჩამეღიმა.

- დარწმუნებული ხარ?

- რომ მომწონხარ? კი. საერთოდაც ვთვლი, რომ ორივეს დაგვიგვიანდა ამის გაკეთება.

- რის?

- გრძნობებში გამოტყდომის. იმდენმა წელმა ჩაიარა ფუჭად, შედეგი მაინც ნული გვქონდა. ბოლოს მივხვდი, იმდენად ჯიუტი ხარ, პირველი არ აღიარებდი იმას, რომ შეგიყვარდი.

- რატომ ხარ ასე დარწმუნებული იმაში, რომ მეც მიყვარხარ?

- სხვა ყველაფერი რომ გადავდოთ, შენი მომცინარი თვალები ამ წამსაც გყიდიან.

- სახლში წავიდეთ. დედაჩემი მელოდება.

- ისევ გავრბივართ?

- ჰო, მაგრამ ამჯერად დროებით.

- გასაგებია. გამომართვი. _ ჩაფხუტი მომაწოდა და მეც მაშინვე დავიფარე ის. ახლა უფრო თამამად ამითამაშდა სახეზე ღიმილი.

ხელები წელზე მოვხვიე. თითქოს გული თავის თავს არწმუნებდა, რომ ახლა თორნიკე მისი იყო, მხოლოდ მისი და აღარ ეშინოდა არაფრის. აღარც დაძაბულობას ვგრძნობდი. თითქოს სხეულში თავისუფლად ფარფატებდა სული. თითქოს აქამდე სავსე ბუშტი ჩაეჩუთათ და მასში მყოფი მთელი ჰაერი მის გარეთ, გარემოში მიმოფანტულიყო.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებით არის სავსე. თუ გსმენიათ, რამდენი აღმართიც არის, იმდენივეა დაღმართიც ამ ქვეყნადო? ასეა სიყვარულში ტკივილი და ბედნიერებაც სწორედ.

სწორედ იმ წამიდან, რაც შენი გული მისთვის აძგერდება, მის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭი მოგეჩვენება. გექნება განცდა იმისა, რომ მუდმივად გენატრება. ცოცხლად შეგჭამს მომავლის შიში. იფიქრებ იმაზე, რა მოხდება, თუ კი ადრე თუ გვიან თქვენი გზები გაიყოფა. წარმოიდგენ მას სხვის მკლავებში და საშინელი ბრაზი, მახრჩობელა გველის მსგავსად შემოგეჭდება ყელზე.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now