(21) ზღვაზე.

630 34 4
                                    

თორნიკეს ხელი ჩავჭიდე და ზღვისკენ წავედი. ფეხზე წყლის ცივი შხეფი მომხვდა თუ არა, სხეულმა ახლიდან დაიწყო ფუნქციონირება. მართალია, წყალი ჩემზე კარგად მოქმედებდა, მიყვარდა მასთან საუბარი, მისი ყურება, მისი ყოველი შეხება კანზე, მაგრამ იქვე ბუდობდა შიში, რომლის გამოც მასთან ვერ ვიყავი ისე, როგორც მსურდა. ხშირად ხომ ადამიანებთანაც განვიცდით მსგავსს.

- ძალიან ღრმად არ შევიდეთ, რა.

- კარგი.

- თორნიკე, კარგიო მეუბნები და სვლას მაინც აგრძელებ?

- წყალი ოდნავ მაინც ხომ უნდა მოგვწვდეს? ქვიშაზე ხომ არ გასწავლი ცურვას.

- ძალიან სასაცილოა! დამახრჩობ!

- პირიქით, მაგის მე უნდა მეშინოდეს მგონი.

- ისე, ჰო. მართალია.

მხოლოდ ჩაიცინა და წყალში ჩაჯდა. მეც თან ჩამიყოლა.

- ახლა მე შევტრიალდები და ხელები კისერზე მომხვიე, ფეხები კიდევ წყალში ათამაშე.

- კარგი.

ზურგი მაქცია. კისერზე ხელები მოვხვიე და ფეხების წყალში თამაშს მოვყევი. თორნიკე წინ მიიწევდა და მეც უნებურად მივყვებოდი თან.

- ასე მთელ ქობულეთს გაწუწავ, ფეხები მოადუნე, მთელი ძალით კი ნუ ურტყამ.

- როგორც შემიძლია, ისე ვაკეთებ! _ თვალები ავატრიალე და ფეხები ოდნავ შევანელე. ვხედავდი, თორნიკე თანდათან უფრო შორს მიცურავდა.

- თორნიკე!

- რა?

- გაჩერდი! უკან გავბრუნდეთ, შორს ვართ უკვე!

- კარგი, რა. მოეშვი.

- თორნიკე, გავიდეთ მეთქი! _ ფეხები ინსტიქტურად დავუშვი დაბლა და მიწას, რომ ვეღარ შევახე, პანიკამ ამიტანა. ხელები გამეშვა და წყალში ჩავვარდი.

- ნინიტა!

ყურებში წყალი დამიგუბდა და სმენაც წამერთვა წამიერად. შიშისგან ავფართხალდი და მაშინვე წყლიდან ამოვყავი თავი. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სახიდან წყალი მოვიშორე. თორნიკეს ვეჭირე.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now