15.

640 27 2
                                    

- რამდენი ხანია რაც იცნობ? _ უგზო უკვლოდ მივხეტიალობდით ბუნებაში.

- ნიკას?

- ჰო.

- ბავშვობიდან მეთქი, ხომ გითხარი?

- და რამდენი ხანია რაც მოსწონხარ?

- პირადად მე მერვე კლასში გამომიტყდა სიყვარულში. თავიდან არაფერს ვეუბნებოდი, უარის თქმა ყოველთვის, ყველაფერში მიჭირდა. ცოტახნის შემდეგ, ავუხსენი, რომ მხოლოდ მეგობარი იყო ჩემთვის და მეტი არაფერი, მაგრამ რათ გინდა..

- ამდენი ხანია უყვარხარ და დავიჯერო მისდამი გრძნობა ოდნავადაც არ გაგჩენია? _ დაძაბული ლაპარაკობდა.

- არა. _ მხრები ავიჩეჩე.

- ნიკასიც მესმის. სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცისთვის გიძგერს გული, მაგრამ რთულია, როდესაც იცი, რომ მისი გული სულაც არ მოიწევს შენსკენ.

- ესეიგი შენც ვიღაც მოგწონს.

- შეიძლება.

- არ გითქვამს?

- რომ მიყვარს? არა, რა თქმა უნდა.

- რატომ? აჰ, გოგონები პირველ ნაბიჯს არ დგამენ და რამე? _ ჩაიცინა. ღმერთო, როგორ მიყვარდა მის სახეზე ამ მიმიკის დანახვა.

- არა, უბრალოდ ბიჭებს გივარდებათ თავში მარტივად.

- თუ ასე იფიქრე, შეიძლება დრო გაგექცეს, ყველაფერი შეიცვალოს და შენც დაკარგო შენთვის საყვარელი ადამიანი ისე, რომ არაფერი იცოდეს შენს გრძნობებზე.

- სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მჯერა, რომ წიგნის პერსონაჟი ვარ, რომლის ბედიც ავტორს დასაწყისშივე აქვს გადაწყვეტილი. მგონია, რომ თუ მოვიცდი, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა.

- მე კი პირიქით, თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ იმაში, რომ ჩვენი ცხოვრების ავტორები თავად ვართ და ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ვწყვიტავთ.

- და შენ თუ მოგწონს ვინმე? _ ბაგეებს თავისით დაცდა კითხვა. ორგანიზმმა უცნაურად დაიწყო წრიალი, მთლიანად ავხურდი და უჰაერობაც ვიგრძენი უეცრად.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now