(10) სიამაყე ბზარავს ურთიერთობებს..

699 32 5
                                    

საათი, რომელსაც კედელზე დაუდია ბინა, უჩვეულოდ წიკწიკებდა.

ჰაერი ცხვირიდან ფილტვებში გადადიოდა და პირიდან გამოიდევნებოდა უკან.

ჩემი მზერა ნაცნობ, მონატრებულ მზერას შეხვდა და ზაფხულის სიცხე ( თუ კი ეს მართლაც ასეა) მთლიანად მოედო სხეულს.

ლოყები მიხურდა, მუცელში უცნაურად ვგრძნობდი წვას. ყურებში წამით მხოლოდ გაბმული წკრიალი მესმოდა.

მართალია, ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის საუკუნის ტოლფასი იყო.

საყვარელ ადამიანთან გატარებულ ნებისმიერ წამს ტვინი რეალურზე უფრო მეტად წელავს. თუმცა წამიერად ვწყდებით გარემოს, მაინც გვგონია, რომ ეს კადრი დაუსრულებლად გრძელდება.

- როგორ ხართ? _ მხიარული ხმით იკითხა და მარიასთან ერთად შეუდგა მაგიდის გაწყობას.

- შესანიშნავად. _ მოჭუტული თვალებით გახედა ქეთამ და წამით თავი ის დედა მეგონა, შვილის საქციელით რომ ამაყობდა.

- ძალიან კარგი. _ უდარდელი ჩანდა. მზერა ჩემსკენ გამოაპარა.

- ნინიტა, შენ როგორ ხარ? _ ირონიულად დასმულ კითხვას გავდა, ან უბრალოდ მე მეჩვენებოდა სიბრაზისგან ასე.

- ზამთარი უკან მოვიტოვეთ, დედამიწაზე ყველაზე ცივი სეზონი. ზაფხულია, რა უნდა მიჭირდეს?

- გასაგებია. _ ცალყბად ჩაიღიმა და მარიას მიუბრუნდა. მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ენათესავებოდა, თორემ გონებაში ალბათ ძალიან, ძალიან ბევრჯერ დავწვავდი ორივეს ცოცხლად.

***

- აქ ყოფნა არ შემიძლია მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ისიც აქ არის..

- შენი მეორე მეც იმავე აზრზეა?

- ქეთა, ამით რის თქმას ცდილობ?

- არაფრის, უბრალოდ ლაპარაკი გჭირდებათ.

- მან მხარი არ დამიჭირა, როდესაც მჭირდებოდა და ბარბარეს ასაგდები გამხადა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now