19.

616 30 2
                                    

- რა?

- ჯერ არ ვიცი მაგრამ..

- რას ნიშნავს " საფრანგეთში მივდივარ? " სიცხე გაქვს? თუ ოცნებები რეალობაში გერევა?

- დამაცადე, ნინიტა.

- მაშინ ამიხსენი!

- უნივერსიტეტიდან დამიკავშირდა ბატონი რევაზი. რაღაც პროექტი მაქვს მოსამზადებელი, მარტო მე არ ვიქნები, ჩვეულებრივი კონკურსია. საფრანგეთში მხოლოდ ორი მიდის.

- და რამდენი ხნით მიდიხარ?!

- ჯერ არ ვიცი..

- ქეთა! რამდენი ხნით მიდიხარ?!

- ალბათ 1 წლით, სამუშაოდ.

- გეგამ იცის?

- საიდან ეცოდინება?

- როდის ეტყვი?

- როდესაც დავრწმუნდები, რომ წავალ.

- არა, ქეთა, ბარემ იქიდან დაურეკე, ან წერილი დაუტოვე. ან საერთოდ მე ვეტყვი და შენ მერე დაელაპარაკე, თუ ჩამოხვალ!

- ნინიტა, რა გჭირს?

- უშენოდ როგორ ვიყო მე?!

- კარგი, რა. _ ხელები წელზე მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო.

ჩემთვის ქეთას წასვლა, კომპიუტერული თამაშის ხუთი სიცოცხლიდან ერთ-ერთის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. მართალია, არსებობას გავაგრძელებდი დანარჩენი ოთხის გამო, მაგრამ დაკარგული ერთი დიდი დანაკლისი იქნებოდა.

- ფრანგი ბიჭები კაია. _ ჩავილაპარაკე უეცრად და მისი სიცილით დავიმსახურე.

- ბიჭებზე გამახსენდა, დიდხანს უნდა ელოდოთ შენ და თორნიკე ერთმანეთს?

- რა?

- მოსწონხარ და რაღა თქმა უნდა შენც მოგწონს.

- საიდან დაასკვენი?

- შენ რომ გხედავს, თვალები სულ სხვანაირად უფერადდება.

- სხვა თემაზე ვილაპარაკოთ, რა. ეს თემა ისედაც მოუშორებელი მდგმურივით მყავს ჩაჭედილი გონებაში.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now