(23) ცვლილება.

635 31 6
                                    

ყოველ დღეს უნდა მისცე შანსი და იფიქრო, რომ სწორედ ახლა შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდება. ყოველი დღე შეიძლება იყოს სიახლის მომტანი.

***

ქეთასგან ნათხოვნი, ძველი კაბა გამოვიღე გარდერობიდან. გრილი, ცისფერი ნაჭერი იყო, პატარ-პატარა გვირილებით მოხატული. სიგრძე მუხლს ოდნავ სცდებოდა, ჩემთვის იდეალური იყო. სარკის წინ დავტრიალდი და საკუთარი თავი შევათვალიერე. სულ თუ არაფერი, ბარბარეს მაინც არ მივცემდი უფლებას მისი ჩვეული მზერით შემოეხედა.

შუადღეს, როგორც კი თორნიკემ დამირეკა, მაკასთან შევედი სამზარეულოში.

- დე, მე გავდივარ და მალე დავბრუნდები.

- ოჰ, შემომხედე ერთი. ასე გამოწყობილი სად აპირებ წასვლას? კაი ბიჭია? არ უნდა გაგვაცნო?

- კი, გაგაცნობთ დღესვე და ქორწილის თარიღიც დავთქვათ ბარემ. _ თვალები ავატრიალე და ხელი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად.

- მალე მოდი!

- კარგი!

სახლიდან გავედი თუ არა, ალადაშვილი გზის მეორე მხარეს შევნიშნე. მას რომ ვხედავდი, დაბნეულობისგან უაზრო თემებზე ვიწყებდი საუბარს, ან სიარულის უნარს ვკარგავდი და მთელ გზას რვიანების ხაზვაში ვატარებდი. ყველაზე უარეს შემთხვევაში, სულელივით ვეჯახებოდი რამეს ან ფეხს ვკრავდი. არადა ყველაფერი წამებში და სრულიად უნებურად მემართებოდა.

- მეგონა ზედმეტად ჯიუტი იყავი. _ ღიმილით გამომხედა. შავ-თეთრ ზოლებში მოხატული მაისური და შავი შარვალი ეცვა. მწვანე კონვერსები და თეთრი კეპი აბურდულ თმაზე.

- ვერ მივხვდი.

- ანუ არ მეგონა გამოყოლაზე თუ იქნებოდი თანახმა.

- შემიძლია გავბრუნდე. ხომ იცი?

- კარგი, პატიებას გთხოვთ, მის.

- მიღებულია.

- ისე, ეს კაბა თავისებურად საყვარელია თუ შენ გიხდება ასე? _ თვალებ მოჭუტულმა ამათვალიერა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now