22.

611 28 1
                                    

-  სიცხე გაქვს?

- რატო?

- თორნიკე, მართლა გგონია, რომ ბარბარესთან გამოგყვები? და რა სტატუსით? დედაშენი ვარ თუ მამაშენი? ან იქნებ რომელიმე ახლო ნათესავი ვარ და აქამდე არ ვიცოდი?

- მეგობარი ხომ ხარ? _ ეს სიტყვა ზედმეტად ჩამრჩა გონებაში. რატომ ვიყავი მე მისთვის უბრალო მეგობარი, ხოლო ის ჩემთვის მეგობარზე მეტი?

- აჰა და რადგან მეგობარი ვარ, შენ ხომ გიტან და ახლა ბარბარეც უნდა ავიტანო?

- აბუქებ.

- რას ვაბუქებ? ნერვებს ნუ მიშლი, თორნიკე!

- რა ხდება? _ სანდრო ჩაერთო ლაპარაკში.

- არაფერი. _ თორნიკეს მზერა მოვაშორე და თეფს დავხედე უმადოდ.

- მაშინ ჭიქა მოარტყით. _ ჩაიცინა მთვრალმა და ღვინით სავსე ჭიქა ასწია.

- ჯერ ღვინო გადმომაწოდე.

- ნინიტა, აღარ დალიო.

- რას მბრძანებლობ?! მომეშვი, რა.

- კარგი, დათვრები, რამე სისულელეს ჩაიდენ და შედეგები მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე მაშინ.

- არაფერს ვიზამ ისეთს, რომ შევრცხვე... ამჯერად მაინც. _ ცალყბად გავუღიმე და სასმელი ჭიქაში ჩამოვისხი.

***

ორი დღე გავიდა მას შემდეგ. სახლის ეზოში ვიჯექი და დედამიწის ხმებს ვაკვირდებოდი. ძილი არაფრით მეკარებოდა, თუმცა ამაზე არ ვწუხდი, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- არ გძინავს? _ სახლიდან ქეთა გამოვიდა.

- კი, კაი ხნის ჩაძინებული ვარ უკვე. რანაირი კითხვებია? ცალკე დედაჩემი მიშლის ხოლმე ნერვებს. დამინახავს სახლში მისულს და ნინიტა მოხვედიო ისე მეკითხება, თითქოს იქ მდგარს არ მხედავდეს.

- რიტორიკულად ვიკითხე. შეგეძლო პასუხი არ გაგეცა. _ უემოციოდ მითხრა და გვერდით მომიჯდა.

- რა გჭირს?

- არაფერი.

- არ დაიწყო გაპრანჭვები, ხომ იცი, ვერ ვიტან. პირდაპირ მითხარი რა მოხდა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now