(17) ვბრუნდებით თბილისში.

644 25 3
                                    

ოთახს ბოლოჯერ შევავლე თვალი. მიჭირდა მასთან შელევა. აქ გატარებული ყოველი დღე სასიამოვნო მოგონებად დაილექებოდა გონებაში. გადავამოწმე ყველაფერი მქონდა თუ არა და ოთახიდან გავედი.

სამზარეულოდან ხმაური გამოდიოდა, ამიტომ პირდაპირ იქ შესვლა გადავწყვიტე. სანდროს და გეგას თეფშები დაეწყოთ მაგიდაზე, თავად კი აქეთ-იქით წრიალებდნენ.

- რა გჭირთ? _ ღიმილით ვკითხე და გაზს მივუახლოვდი.

- იმედია ისევ ზეთის ეკონომიას არ აკეთებ და ცარიელ კვერცხს არ წვამ მის გარეშე.

- დილიდანვე შესანიშნავი იუმორი გაქვს ნინუშკი. _ ლოყაზე დამეჯაჯგურა გეგა და მაგიდისკენ გამიძღვა.

- დღეს საუზმეს მე მოვამზადებ.

- ოე!

- კაი, ხო. ჩვენ. _ ხელი გაიშვირა სანდროსკენ.

- ქეთამ დაგაშინა? თუ რა გინდა შენ სამზარეულოში?

- ნინიტა, დარჩები მშიერი.

- და ჯანმრთელი.

- შემეშვი. _ თვალები აატრიალა და გაზს მიუბრუნდა.

- კარგი, ჰო. _ სიცილით მოვხვიე ხელები მკლავზე.

- ვეღარ შემომირიგებ.

- ჭირვეული ქალივით არ დაიწყო ეხლა, როგორც იცი ხოლმე.

- დილამშვიდობის, ხალხებო. _ თვალების სრესით შემოვიდა გაბელაშვილი.

- ეს ის არ არის რაც შენ გგონია. _ ვუთხარი მოჩვენებითი სერიოზულობით და გეგას მოვშორდი.

- რა?

- არაფერი დაიკიდე. შენი შეყვარებული და ბატონი სანდრო საუზმეს გვიკეთებენ ყველას.

- ჩემი ბიჭი! _ ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ და ლოყაზე აკოცა კანდელაკს.

- იი, ჩემი ბიჭიი. _ გამოვაჯავრე და სანდროს მივუბრუნდი.

- შენ რას შვები?

- სალათას ვაკეთებ.

- გინდა მოგეხმარო? _ ვკითხე და იქვე დაჭრილი პამიდორი მოვიპარე.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now