(20) ქობულეთი.

630 29 2
                                    

თბილისში გატარებული ყოველი დღე ერთმანეთს გავდა. ცხოვრება რუტინას ემსგავსებოდა, რომელშიც შენ რობოტის როლი გეკისრა. თითქოს წინასწარ დაპროგრამებული, ყოველ დღე ერთი და იმავე საქმით იყავი დაკავებული, ხოლო თუ კი რაიმე განსხვავებული მოხდებოდა, გიკვირდა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა.

მაღაზიამ და მთელი დღის განმავლობაში წიგნებთან მუშაობამ, უფრო მეტად გამიმძაფრა ქობულეთში წასვლის სურვილი.

ვერაფრით შევძელი ღამით დაძინება. ზოგადად, როდესაც ვიცოდი, მეორე დღეს რაღაც უნდა მომხდარიყო, მთელს ღამეს საწოლში წრიალით ვატარებდი.

***

- ყველას ყველაფერი მოგაქვთ? მერე არ დაიწყოთ გზაში წუწუნი.

- მე ყველაფერი მაქვს. _ მხრები ავიჩეჩე და ჩემოდანი საბარგულში ჩავდე.

- ნინიტა.

- გისმენ. _ სანდროს დავუდექი წინ.

- შენთან ერთი თხოვნა მაქვს.

- მშვიდობა გაქვს?

- მოკლედ, ფაქტია მანქანაში ყველა ვერ ჩავეტევით.

- ა და დავრჩე?

- ნუ სულელობ, დარჩე არა ის. უბრალოდ, თორნიკემ აიჩემა მოტოციკლეტით წამოვალო.

- ქობულეთში?

- ხო, ხო იცი, ცოტა ვერ არის.

- ცოტა?

- მოკლედ, მასთან ერთად წამოხვალ?

- მეხუმრები, ხო?  _ ძალით ჩავიცინე, სანდრო არაფერს მპასუხობდა. რა თქმა უნდა, არ ხუმრობდა.

- სანდრო! მეხუმრები, ხო?!

- გთხოვ, რა. სხვა შემთხვევაში, მარიას მოუწევს მასთან ერთად წამოსვლა.

- შეყვარებულზე მცვლი? რას მოვესწარი!

- კარგი, რა! მორჩი ხუმრობას, მე მართლა ვამბობ.

- ჯანდაბას, შევეწირები თქვენს სიყვარულს.

- ანუ თანახმა ხარ?

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now