16.

608 32 3
                                    

- მე და ნინიტა ერთი და იმავე ბაღში, ჯგუფელები ვიყავით, სადაც ყოველ ოთხშაბათს ცეკვის გაკვეთილები იმართებოდა. ეს ზედმეტი სიგამხდრის გამო, მე კიდევ პირიქით, დარბაზში არ ჩავყავდით. _ ხელი გამოიშვირა ჩემკენ და განაგრძო:

- შესაბამისად, ყოველ ოთხშაბათ შუადღეს მე და ნინიტა მარტო ვრჩებოდით ჯგუფში. ეს კიდევ გიჟდებოდა, რას მიწუნებენ, მათზე უკეთესად ვიცეკვებო. ერთ დღესაც, პრეზიდენტივით წარდგა ჩემს წინ და განაცხადა, რომ დარბაზში ჩასვლას აპირებდა. ნებაც დამრთო, შეგიძლია წამომყვეო. _ მომენტებში იცინოდა და ჩვენც გვიყოლიებდა.

- თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე ჯგუფიდან, რომ გაიპარა, ლეკვივით ავედევნე უკან. შევიპარეთ დარბაზში და დავდექით ბოლოში. დიდხანს ვცეკვავდით და ვიმეორებდით ილეთებს, რომლებსაც დანარჩენები აკეთებდნენ, მაგრამ მერე ამას ფეხი აერია და..

- შენ აგერია, ქეთა. _ ვერ ავიტანე ცილისწამება.

- კარგი ხო, მე ამერია. მოკლედ, მასწავლებელმა გამოგვიჭირა და აგვატრიალა უკან, ჯგუფში. იქ ნინიტამ ამბები დაატრიალა, მთელ ბაღს ესმოდა მისი წივილი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ყოველ ცეკვის გაკვეთილს უკვე პატიოსნად ვესწრებოდით. იმის მერე ერთად მოვდივართ. _ დაასრულა და ჭიქებიც გამოვცალეთ.

- რა მეშველებოდა უშენოდ. _ ქეთაზე სასმელი მოქმედებდა.

- ეუჰ, სანამ ამას სიყვარულის ბუშტი გაუსკდა, გააგრძელეთ ვინმემ.

- გვიანია, ჩემო ნინიტა, გვიანი. _ გამიღიმა და ბოთლს დაწვდა. სიცილით გავხედე თორნიკეს.

- აბა, ალადაშვილო. გელით.

- ვისზე მოვყვე?

- მე რა ვიცი. ვისზეც გინდა.

- კარგი.. მაშინ შენზე მოვყვები ხუჭუჭა.

- არა!

- კი.

- მოყევი. _ დაეთანხმნენ ერთხმად.

- ვიწყებ. ცეკვიდან გასტროლებზე ვიყავით წასულები თურქეთში. ზაფხული იყო და საშინელი სიცხეები ტრიალებდა, ამიტომ აუზზე ვიყავით ყველანი. რეებს აღარ ვაკეთებდით, სასრიალოები, სიმაღლიდან ხტომები, შეჯიბრი ყვინთვაში და კიდევ რამდენი რამ. ერთადერთი ნინიტა იდგა აუზის მოაჯირთან და დედამისს ისე უყურებდა, გეგონება ზვიგენებით სავსე წყალში აგდებდნენო. თავიდან ცალი ფეხი ჩაყო, შემდეგ მთლიანად ჩამოვიდა და მაშინვე მოაჯირს ჩამოეკიდა. რა შეშინებული სახე ჰქონდა უნდა გენახათ. ასე რომ არ ყოფილიყო მთელი დასვენება, ჩემი კამერა ვათხოვე. არ მინდაო ამაყად შემომჩივლა, მაგრამ დედამისმა დააძალა ცურვა არ იცი და ამით მაინც იტივტივეო. რამოდენიმე მცდელობის შემდეგ გამომართვა საბოლოოდ. სამაგიეროდ, თვალები ისე უბრწყინავდა, ბევრჯერ თხოვნად ნამდვილად ღირდა. იმის მერე არც სიჯიუტე მოუშლია და არც ცურვა უსწავლია. _ დააგვირგვინა ბოლოს.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now