18.

629 28 4
                                    

თბილისის ამინდებს ვერასდროს ვუგებდი. თუ კი ერთ დღეს ცა მთლიანად ჩამოიქცეოდა და ყველაფერს წალეკავდა ძლიერი წვიმა ირგვლივ, მეორე დღეს მონატრებული მზე ისე ძლიერად ჩაიკრავდა ქალაქს გულში, თავი გავარვარებულ თონეში გეგონებოდა.

ახლაც, მთელი ღამის უძილო მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ზაფხულის ჩვეული სიცხე არაფრით მასვენებდა. რა აღარ მოვიმოქმედე, რომ ოდნავ სიგრილე მაინც მეგრძნო, მაგრამ ამაოდ.

ერთადერთ, თუმცა წამიერ მშველელად ბალიშის მეორე მხარე მევლინებოდა, რომელიც ჩემთვის მაშინ უდაბნოში ნაპოვნ წყალს ჰგავდა.

სამწუხაროა, რომ ყველაფერი სასიამოვნო ამ ქვეყნად ყოველთვის ხანმოკლეა.

დილით ძლივს ჩაძინებულს, ტელეფონის გამაყრუებელი ზარი მყუდროებას მირღვევდა.

- მოკეტე რა! _ წამოვიძახე და ბალიში თავზე დავიფარე. ხმამ მასშიც შემოაღწია.

ნერვებ მოშლილი წამოვჯექი საწოლზე. თვალები ძლივს-ძლივობით გავახილე და ტელეფონს დავწვდი.

- როგორ გინდა არ აგინო?! _ ჩავიფრუტუნე და ეკრანს დავხედე.

- სერიოზულად? ქეთა ნორმალური თუ ხარ? _ ლაპარაკი ჩხუბით დავიწყე.

- შენც დილამშვიდობის. კაია, რომ ცოცხალი ხარ.

- ახლა თუ რაიმე სერიოზული საქმის გამო არ მირეკავ, ავდგები, მოვალ და ზაფხულის შემაწუხებელი ბუზის ბედს გაზიარებ!

- ჯერ დღე არ დაწყებულა და უკვე რა აგრესიული ხარ, ღმერთო ჩემო.

- ქეთა!

- მაკა დღეს სახლში იქნება?

- არა. ამისთვის დამირეკე?

- მამაშენი?

- არა.

- ელენე?

- ოთახშია ხოლმე ძირითადად. ჯერ კიდევ მძინავს და რომელიმე დეტექტიურ სიზმარში ვარ?

- შენთან, რომ შევიკრიბოთ, რამე პრობლემა იქნება? _ თავისას აგრძელებდა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now