(8) გრძელი, ნათელი დღეები.

683 34 1
                                    

ზამთარი უაზროდ გაილია. ისევე უსიცოცხლოდ, როგორიც თავად იყო. ცხოვრება კვლავ რუტინულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ცეკვაზე წასვლის წინ, საშინლად ვღელავდი. არ მინდოდა იქ თორნიკე მენახა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ის გამოცდილ მოცეკვავეებთან გადაუყვანიათ. ჩვენს ჯგუფში მას ვეღარ ვიხილავდით. ამან სწორედ ისევე გამახარა, როგორც გამაღიზიანა. ერთის მხრივ, ჯერ კიდევ გულში ჩამალული წყენა მაძლევდა სიხარულის საბაბს, თუმცა მეორეს მხრივ, გულის ასეთივე პატარა გუნჭულში ჯერ კიდევ ხარობდა მისდამი სიყვარული.

ზამთარს გაზაფხული მოყვა. მის პირველ თვეს, მარტს ისეთ ადამიანს ვადარებდი, მომავლის რომ ეშინოდა და კვლავ წარსულს ამჯობინებდა. ვერაფრით ელეოდა ზამთარს.

ცივ, მოკლე და თეთრ სუდარაში გახვეულ დღეებს, შიშველ ხეებსა და ჯერ კიდევ მკვდარ ბუნებას აპრილის მიწურულს მოეღო ბოლო.

უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ დროს მუშაობასა და ფიქრს დავუთმობდი.

რას დავკარგავდი ამით? არც არაფერს. არ ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ამით ცხოვრებას ვინგრევდი, ანდაც ფეხს ვაცდენდი კიბის მომდევნო საფეხურს.

ბევრს ვიფიქრებდი, ფულს დავაგროვებდი და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგამდი მომდევნო ნაბიჯს.

გაილია აპრილი, იასამნების თვე. ვგიჟდებოდი ამ ყვავილზე. ერთდროულად ნაზ, უბრალო და გასაოცარ მცენარეზე.

აპრილს მაისი მიჰყვა. მზე ანათებდა, მას შევხაროდი და უფრო მეტად მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ეს სხივები არ ჰგავდა ნოემბრისას.

ნოემბერშიც გათბობს მზე, მაგრამ გულს გწყვეტს ის ფაქტი, რომ მალე მასთან გამომშვიდობება მოგიწევს, რადგან ნოემბერს ბევრად ცივი დღეები მოჰყვება თან.

მაისს კი მოჰყვება ზაფხული. ყველაზე გრძელი, ნათელი, თბილი,  მხიარული, თავგადასავლებით სავსე დღეები.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now