(27) ისტორიის დასასრული?!..

1.2K 45 30
                                    

ყოველი არსება ამ ქვეყნად რაღაცისთვის იბადება. ცხოველები არსებობენ იმისთვის, რომ თუ კი დადგება დრო, როდესაც ადამიანი ადამიანობას დაკარგავს, თუ კი ერთი მეორეს აღარ ამოუდგება გვერდში, არ გაუზიარებს სითბოს, სიყვარულს, ერთგულებას, ამ მოვალეობას ცხოველი აიღებს საკუთარ თავზე.

ადამიანი კი თავად მეორე ადამიანისთვის იბადება. ცხოვრების გზაზე შეიძლება ბევრ ისეთ პიროვნებას გადავეყაროთ, ვისზეც ელვის სისწრაფით გავიფიქრებთ, რომ ვიპოვეთ, თუმცა გავიდეს დრო და მივხვდეთ, რომ ეს შეცდომა იყო. ადრე თუ გვიან, მივაგნებთ მას ვისაც უსიტყვოდ გავუგებთ. მის გარეშე გატარებულ ყოველ დღეს არაფრად ჩავთვლით. მის შეხებაზე ვიგრძნობთ საოცარ აღმაფრენას. სწორედ ის ჩახუტება, კოცნა თუ უბრალო ოდნავი შეხება იქნება ის, რაც ღრუბლებზე სიარულს გვასწავლის.

შეხება ხომ ადამიანებს შორის ყველაზე ღრმა, საოცარი და მგრძნობიარე კონტაქტია.

ეხები მას და ხვდები, რომ მთელი სამყარო მხოლოდ შენია.

თუმცა, მანამ სანამ მას შეეხები, შენი სული მოასწრებს მის სულთან შეხებას. წამიერად აღმოაჩენ, თითქოს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იცნობდი მას. ეს გრძნობა კი ყოველდღე უფრო მეტად გაგიმძაფრდება მისი მოგონებისას.

***

ადამიანი როდესაც საბოლოოდ ეგებება სიკვდილს და ემშვიდობება სიცოცხლეს, ცხოვრების ყოველ მომენტს იგონებს. ხედავს კადრებს ისე, თითქოს ვინმეს დიდ ეკრანზე ჩაურთავსო.

და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ბევრი მომენტი აქვს დაგროვებული მოსაგონებლად.

***

ზაფხულის საღამოები ყველაზე მეტად მომენატრებოდა ამ სეზონიდან. შორტებსა და თხელ მაისურში გამოწყობილი მივაბიჯებდი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე და ყოველ გამვლელს ვაკვირდებოდი. თითქოს ვცდილობდი მათი სახიდან ამომეკითხა წარსული და აწმყო.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now