(5) მე უშენოდ აღარ მინდა არაფერი..

797 33 7
                                    

რამდენიმე წუთის განმავლობაში, მთავარ თემად ჩემი გონების დაკარგვა გადაქცეულიყო.

- ყველას წინაშე შევრცხვი, ნეტა რა გიხარიათ! _ ამოვიბუზღუნე და მხიარულ გუნებაზე მყოფ მეგობრებს გავხედე.

- არა, რატო? სასწაულად იცეკვე, თანაც კულმინაცია იყო სასწაული. თორნიკეს რომ ჩაუწექი მკლავებში.

- გეგა!

- რა? მართლა ეგრე იყო. ისე, თორნიკე რომ არა ხელთან ერთად ახლა თავიც გექნებოდა შეხვეული.

- ის რომ არა, არცერთი მექნებოდა შეხვეული!

- პრინციპში ეგეც მართალია..

- რევაზი ძალიან ბრაზობს?

- კი! ჩვენ დავუშალეთ, თორემ ყვიროდა აქ მომგვარეთ თავი უნდა მოვკვეთო და ოთახში ჩამოვკიდოო. _ მთელი ემოციებით ყვებოდა გეგა, მაგრამ ვინ აცადა? ნერვიულობა უნდა დამეწყო, ქეთამ რომ უთავაზა მუშტი მხარში.

- ნუ ატყუებ ვირო! რევაზიმ თქვა, დღეს ნინიტამ ყველას გადაგიჯოკრათ ცეკვაშიო. ძალიან ძლიერიაო.. ყველანაირად შეგაქო. ბარბარეს სახე უნდა გენახა.. _ ჩაიხითხითა. გულზე მალამოდ მომედო. მიზანს მივაღწიე, რევაზის დავუმტკიცე თუ რამდენად მიყვარდა ჩემი საქმე.

- ისე, ახლა შენი მარტო დატოვება აპასნია. ბარბარე მხეცს გავს, სადაც გიპოვის იქვე მოგიღებს ბოლოს.

- შენ თუ ჩემი თავიდან მოშორება გინდა პირდაპირ მითხარი. რა შორიდან უვლი? _ წარბები მაღლა ავზიდე და აზარტში შესული გეგა რეალობაში დავაბრუნე.

***

არაფრის დიდებით ვაპირებდი რესტორნის თემის ჩაშლას. ჩემი დღე ისე უნდა გადამეხადა, როგორც მომესურვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ ჯერ კიდევ მეხვეოდა, არ დავუშვებდი მეთვრამეტე დაბადების დღე საწოლში მწოლიარეს გამეტარებინა. საღამოსთვის მეც და ქეთაც მზად ვიყავით. არაფრით მივეკუთვნებოდით იმ გოგონების რიგს, მომზადებისთვის დიდ დროს რომ ხარჯავდნენ. მართალია ქეთა ყოველთვის ცდილობდა იდეალური ყოფილიყო, თუმცა ამას საკმაოდ მცირე დროშიც ახერხებდა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now