2.

966 34 6
                                    

სასტუმროს ერთ ოთახში ვიმყოფებოდით მე და ქეთა. ჰოდა, ბაკურიანში ყოფნის პირველივე დღეს, სწორედ ის ცდილობდა მთელი შემართებით ჩემს გაღვიძებას.

- ნინიტა! _ ბოლო ხმაზე იკივლა და მეც ელდანაკრავივით წამოვხტი ზეზე.

- რა ხდება?! მტერი შემოგვესია?! _ ვიკითხე  სერიოზული ხმით და კვლავ ბალიშზე დავდე თავი.

- აუ, ნინიტა! ახლავე ადექი, მშია!

- რომელი საათია საერთოდ?

- რვა. ადექი!

ცალი თვალი გავახილე და ქეთას უაზრო სახით გავხედე. რატომ ეღვიძა ამ დროს და მით უმეტეს რატომ ცდილობდა ჩემს გაღვიძებას?

- გოგო, თავი ხო არ მიარტყი რამეს? დაიძინე, რა.

- საუზმე ცხრაზე სრულდებაო რევაზიმ, აწი უკანალი და ჩამომყევი დაბლა! _ შემომიბღვირა და კვლავ შემოტევა განაგრძო. რა უნდა მექნა? ცოტაც ვაწვალე და მხოლოდ ამის შემდეგ ავდექი.

***

- ნინიტა, შეხედე! _ გეგამ ცხვირ წინ ამიფრიალა ხორცის მოზრდილი ნაჭერი და დამშეული მხეცივით ეცა.

- ასეთ ხუმრობებს თუ არ მოეშვები, მომავალში ჩემი ხელით აგაცვამ შამფურზე! _ თვალები დავუბრიალე კანდელაკს და საჭმელს მივუბრუნდი.

- კარგი აზრია, მაგრამ რათ გვინდა თუ მაინც ვერ შევჭამთ. _ დიალოგს არც ქეთა ჩამორჩა.

"ვერ მივხვდი რას გულისხმობ" სახით გავხედეთ ერთდროულად და მანაც სათქმელი დაასრულა.

- როდის იყო ვირის ხორცი იჭმეოდა. ფუ. _ დაიჭყანა და გეგას ნიშნის მოგებით გადახედა.

- არ მინდოდა, მაგრამ ინსტაგრამზე შევლა და სთორიზე რაღაც ვიდეოს ატვირთვა მომიწევს მგონი. ჰო, პატრონის მონიშვნაც არ უნდა დამავიწყდეს. _ გამოეპასუხა გეგა.

ჩვენს წინ ბარბარე მისი და და მათ შორის მოქცეული, აშკარად შეწუხებული თორნიკე ისხდნენ. მის მზერას ვგრძნობდი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემში ვულკანი ფეთქავდა. ორგანიზმში მოძრავი სისხლი თითქოს რაღაც ძალას აეჩქარებინა და მთელი სისწრაფით მიაქროლებდა გულამდე, გულიდან ტვინამდე და ასე უცვლელად.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now