(9) მორიგი შეხვედრა?!

699 34 3
                                    

- მიყვარხარ! _ ქეთას სწრაფად მივაძახე და აწ უკვე დროებით ჩემს ოთახში შევვარდი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ჩემს სუსტ წერტილს წარმოადგენდა. სახურავში ამოყვანილი ფანჯარა, საწოლის მაგივრად ლეიბი და მასზე მიმოფანტული ბალიშები. წიგნებით სავსე თაროები, რომლესაც ოდნავ მოსდებოდათ მტვერი.

- ჩემ გარდა არავის გშიათ დავიჯერო?! _ ქვევიდან სანდროს ყვირილის ხმამ ამოაღწია და სახეზე ღიმილიც მომგვარა.

- ნინიტა! ჩვენო კულინარო, მშივრებს ნუ დაგვხოცავ! _ არც გეგა ჩამორჩა.

ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და დაბლა ჩავედი.

- აღიარეთ, რომ ჩემ გარეშე არაფერი გეშველებოდათ და რამეს მოვამზადებ.

- ამას უყურე ერთი.

- ბატონო სანდრო, მგონი თქვენ შიმშილის გრძნობა გაწუხებდათ ცოტახნის წინ და ვფიქრობ, ეს მთელი დღით გაგრძელდება.

- მე ვაღიარებ ნინიტას დიდებულებას! _ გეგამ დანებების ნიშნად მაღლა აღმართა ხელები.

- მეც. ახლა რამის მომზადება საშინლად მესიკვდილება! _ ქეთას ლექსიკონი ცალკე წიგნს საჭიროებდა.

- ჰო, კარგი. ოღონდ გემრიელი მოგვიმზადე რამე.

- სანდრინიო, ჩემ შესაძლებლობებში ზედმეტად ხომ არ გეპარება ეჭვი?

***

იმისთვის, რომ დამშეული მეგობრები დამეპურებინა კარტოფილი შევწვი კვერცხთან ერთად. ზემოდან სვანური მარილი მოვაყარე და იქვე დავამატე ოდნავ პილპილიც. საბოლოოდ გამზადებულ კერძს კი საწებელა და მაიონეზი გავურიე.

- შეკვეთა მზად არის! _ დავიძახე და ყველაფერი მაგიდაზე გავაწყვე.

***

- სასწაული ხარ ნინუშ! _ სანდრო ჯერ კიდევ აგრძელებდა ჭამას.

- საჭმელს სულ შენ გააკეთებ ხოლმე. გადაწყვეტილია.

- რას მელაპარაკები?!

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now