(7) ყველაფერი ახლიდან იწყება..

690 32 4
                                    

თბილისში რომ ჩავედი ათი საათი სრულდებოდა. ყოველი ქუჩის ყოველი კუთხე განათებებს მოეცვა და თითქოს უკვე მზად იყვნენ ახალი წლის შესახვედრად. მიუხედავად ამისა, ჩემი სული მაინც სიბნელეს მოეცვა.

იმედგაცრუება პატარა ბავშვის მსგავსად მაშინებდა. მასთან საშინლად უძლური ვიყავი. მთელი ამ ხნის მანძილზე მეშინოდა, რომ ოდესღაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც ჩემს გულს დაიკავებდა, შემდეგ კი მას დაუფიქრებლად გატეხდა.

ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს, რომ თორნიკემ დასაცინ ობიექტად მაქცია, ამასთან ერთად კი, ჩემს მაგივრად ბარბარეს მხარე დაიჭირა.

ქურთუკი მჭიდროდ შემოვიცვი და ქუჩის კუთხეში შევუხვიე. ზამთრის სიცივე არაფერი იყო იმასთან შედარებით, რა სიცივესაც ჩემი გული გამოყოფდა მაშინ.

ზომბივით მივაბიჯებდი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე და თავში ფირივით მიტრიალებდა ერთი და იგივე კადრები.

გაუაზრებლად დავაკაკუნე კარზე და ლოდინის რეჟიმში მყოფმა ხელები გადავიჯვარედინე მკერდთან.

- ნინიტა? მა, აქ რა ქარმა გადმოგაგდო? დედაშენმა მითხრა ბაკურიანშია გასტროლებზეო.

ნაცნობი, მონატრებული ხმის გაგონებამ სხეული სულ სხვანაირად ამითრთოლა. სიცივე გატყდა, დანებდა. ლევანისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, ვერ შეძლო მასთან გამკლავება.

- მა, როგორ მომენატრე! _ ბარგი იქვე დავაგდე და მთელი ძალით მოვხვიე ხელები სხეულს. ჭაღარა მომატებოდა, თვალებიც აღარ უბზინავდა ძველებურად. გატეხილი ცხვირი ჰქონდა, რომელიც მისი გადმოცემის მიხედვით, მაშინ დაიზიანა, როდესაც კურსელ ბიჭთან მაკას გამო უთანხმოება მოუვიდა.

ამ ისტორიის მოსმენისას ერთდროულად ვგრძნობდი სიამოვნებასა და სევდას. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მათ კვლავ ერთად. დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი მათი გულების გაერთიანებულ ფეთქვას.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now