6.

771 36 4
                                    

ლამაზი იყო ბაკურიანი. განსაკუთრებით ღამით. ლამაზად ბარდნიდა. ლამპიონების შუქზე ფიფქები ვარსკვლავებს გავდნენ. ყოველ ჩამოვარდნაზე თითქოს შეგეძლო სურვილი გეთქვა და ისიც მაშინვე აგიხდებოდა. 

- გაჩერდი! _ წამოვიძახე უეცრად.

- ახლა რაღა მოხდა?

- უბრალოდ, გაჩერდი!

- კარგი.

ძირს ჩამოვხტი და კვლავ თორნიკეს მივუბრუნდი.

- შენც მოდი.

- ხუჭუჭა რა მოიფიქრე?

გადაღლილ სახეზე სუსტი ღიმილი ავიკარი და ვანიშნე ჩემსკენ მოსულიყო.

- ბავშვობაში როდესაც აქ მოვდიოდით, სწორედ ამ ხის ქვეშ მე და მამა ფიფქების ფონზე ვცეკვავდით ხოლმე. პატარა ხელებით ცერა თითებზე ვეჭიდებოდი, მის ფეხსაცმელებზე ვდგებოდი, რომ ოდნავ მაინც ვყოფილიყავი მაღალი და გაუჩერებლად ვცეკვავდით. ყოველთვის, ჩემს დაბადების დღეზე. _ ლევანის გახსენებაზე გულში ამდენი ხნის მიმალული სითბო ვიგრძენი. მონატრება მარტივ მამრავლებად დაიშალა და ჭიანჭველების მსგავსად ალყაში მომაქცია. თავიდან ბოლომდე ამყვა ნოსტალგია და ჩემს გონებაში თავისუფლად დაიდო ბინა. წამით მომინდა, რომ მთელი ძალით მოვხვეოდი მამას და მისი სურნელი კიდევ ერთხელ შემეგრძნო.

- მართალია, მამაჩემი აქ არ არის.. _ სუსტად გავუღიმე.
- თუმცა, შენ ხომ აქ ხარ. მეცეკვები?

- წიგნის ჭია მასთან ცეკვას მთავაზობს? _ წარბები მაღლა აზიდა თორნიკემ და ეშმაკურად გამიღიმა.

- მართალია, დიდ პატივში ხარ. მაგრამ, თავში ნუ აგივარდება. _ თმები მხრებს უკან გადავიყარე. თორნიკემ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და იქვე მიაყუდა.

- საღ გონებაზე მყოფს, აუცილებლად გაგახსენებ ამ მომენტს. _ ეშმაკურად ჩაიღიმა და ხელი გამომიშვირა. ძილი ურცხვად მეპარებოდა თანდათან და სხეულიც დასუსტებას იწყებდა. მიუხედავად ამისა, თორნიკეს ხელი ჩავჭიდე და ცეკვა დავიწყეთ. მართალია ამ ყველაფერს მუსიკა არ ახლდა თან, თუმცა ჩვენს შორის გამეფებული სიჩუმეც კი ისეთ სასიამოვნო ჰანგებს ქმნიდა, მის მოსმენას ნებისმიერ მუსიკას ვამჯობინებდი.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now