(3) რამდენი სითბოა შენთან..

899 39 5
                                    

- როგორც კი თბილისში ჩავალთ, იმ შენს ნიკუშას თავს ვარტყმევინებ ჩემ სახლის კარზე! _ გაბრაზებულმა ავიღე გუნდა და მოშორებით კვლავ მიწას დავანარცხე.

- რას გადაგეკიდა? ან ეს სახლში მიდგომა ახალია რამე? ყველაზე მაგარი ის იქნებოდა, დათო რომ ყოფილიყო სახლში. წარმოიდგინე, ეს რომ იკითხავდა ვინ ხარ, ჩემ დასთან რა გესაქმებაო და ისიც ვითომ ამაყად შესჩივლებდა შენი და მიყვარს, მასზე დაქორწინებას ვაპირებო. _ სიტუაციის წარმოდგენისას ჩაეცინა ქეთას და მეც ამიყოლია.

- დედა შვილს არ აიყვანდა ხელში! _ მეც დავამატე და კიდევ ვისროლე გუნდა. რა ვქნა? ბრაზისგან მხოლოდ ასე ვიცლებოდი.

- წრიპა, შენხელა გუნდა გიჭირავს ხელში? _ ირონიით მოგვიახლოვდა გეგა.

- ჰოდა, ეს გუნდა იქნება, რომ მოგხვდება ახლა თავში! _ შეუბღვირა ქეთამ, რა დროსაც შებრუნებულს თოვლის მოზრდილი გუნდა მოხვდა ზურგში.

- ვირო! _ წამოიძახა და გეგას მსგავსი ქმედებით უპასუხა.

- მე აღარ ჩავერევი. _ ხელები მაღლა ავწიე დანებების ნიშნად.

ის ის იყო, უნდა წამოვსულიყავი, რომ გეგამ ორი ადამიანის ომი სამოქალაქოში გადაზარდა.

- იყუჩე ბალღო! _ წამოიძახა და გუნდა პირდაპირ კეფაში გამარტყა. რა უნდა მექნა? თავის დასაცავად შეტევაზე გადავედი.

- გოგო, შენ ვისკენ ხარ? _ ახმაურდა ქეთა, როდესაც ჩემგან გუნდა მიიღო.

- ცალკე სახელმწიფო ვარ, ძმაო. მე ბოდიში. _ უდანაშაულოდ ავიჩეჩე მხრები.

- ნახე რა! მოღალატევ! _ არც ჩემთვის დაიშურა გეგასთვის დამზადებული, პირდაპირი მნიშვნელობით ცივი იარაღი.

- თოვლი იყოს, მაგრამ არა ციოდეს..
პაჩკა პაჩკა დოლარები ცვიოდეს.. _ სანდრო კვლავ ფორმაში იყო. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლო ღმერთს მისთვის ნიჭი არ ებოძებინა, როდესაც ასე უყვარდა ეს საქმე? საომარ ტერიტორიაზე შემოსულს, არც მას დავაკელით დაბომბვა.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now