(14) ვახშამი.

645 29 5
                                    

- ქეთა! _ მთელს სახლში მის სახელს გავყვიროდი და ბოლოს გაბელაშვილი სამზარეულოში აღმოვაჩინე.

- ქეთა!

- რა გაყვირებს გოგო?

- აბა გაიხსენე, რა გააკეთე ცოტახნის წინ?

- მე რა ვიცი.

- გაიხსენე!

- მწვანილი დავჭერი სალათისთვის. _ მხრები აიჩეჩა.

- და რატომ?

- საჭმელად.

- ქეთა, ნერვებს მიშლი!

- რა გინდა გოგო, სიცხე ხომ არ გაქვს? _ შუბლზე მომადო ხელი.

- მე არა და შენ? ვინ ნიკუშა დამიპატიჟე ვახშამზე?!

- უჰ, მეთქი სულ გადაირიათქო. მერე რა მოხდა? ბიჭი აქ ჩამოვიდა, ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და რა მოხდება თუ ერთად ვივახშმებთ?

- ქეთა! _ თვალები დავუბრიალე.

- ჰო, კარგი. დიალოგში აყოლილს უცბად წამომცდა მოდი მეთქი, მეც სხვა რა გზა მაქვს? ვდგავარ და ვაკეთებ. შენ ჯობია კარტოფილი დათალო.

- მაგ კარტოფილს თავში გირტყამ ახლა! მაგის თვალების ჟუჟუნს ვუყურო მთელი საღამო?

- ნუ შეხედავ.

- კარგი, მოვამზადებ მეც რამეს. _ მანიაკური სიმშვიდით მივუგე და წინსაფარი ავიკარი.

- რას აპირებ? _ ქეთაც არ ჩამომრჩა.

- საწამლავს ჩავყრი შიგნით. იქნებ ან მე მოვკვდე, ან ნიკა. ყოველი შემთხვევისთვის, ორივე დავისვენებთ! _ წამოვიძახე და კარტოფილს დავწვდი.

- კარგი, რა! დიდი ამბავი, თუ ერთხელ ივახშმებს ჩვენთან ერთად. არ არის ცუდი ბიჭი მეგობრობის მხრივ, თანაც ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ასე უბრალოდ ვერ დავტოვებდი და მე თუ მკითხავ, ერთ სულიერს ამ საღამოს ეჭვიანობა არ აწყენს.

- ვის გულისხმობ?! _ დანა ავუფრიალე წინ.

- თოკეს! _ ბარბარეს ხმით წამოიძახა და ჩემი გამხიარულებაც შეძლო.

ისევ აქ ხარWhere stories live. Discover now