I

60 7 30
                                    

ერთმანეთი არ მახსოვს როდის გავიცანით. პირველ კურსზე ვიყავი და საბოლოოდ ერთ სამეგობროში აღმოვჩნდით. რომ ვთქვა პირველივე ნახვაზე გადავირიე-თქო, მოვიტყუები. უფრო "მკერავდა". ხო, დაახლოებით მასე იყო. მაგრამ როგორ აღმოვჩნდით ერთად ეგ დეტალებში მახსოვს. თითოეული დეითი და მესიჯი. არვიცი რატომ დამამახსოვრდა. ჩემი პირველი სიყვარულიც კი არ ყოფილა. მაგრამ განსაკუთრებულობას ვერ დავუკარგავ. ცოტა ძალიან მაღიზიანებდა მისი თავში ავარდნილი სიფათი, თვალებს რომ აბრიალებდა და თავი დიდი ვინმე ეგონა. არა იყო. ხო, დიდი ვინმე იყო. როგორ ვთქვა, აი უნივერსიტეტში რომ ყველა მასზე საუბრობს, მაგრამ თან თვალით არ გინახავს, შენზე დიდი რომ არის და გიკვირს, ასე როგორ მოედო მთელ ქვეყანას, როდესაც უნივერსიტეტი კიარა ლამისაა სიბერით მოკვდეს იმ ასაკისაა. კარგი, ვაზვიადებ. სულ რაღაც ექვსი წლით დიდია.

ერთ სამეგობროში იმიტომ აღმოვჩნდით რომ კურსელების იმ ნაწილს დავუმეგობრდი, რომელიც მთელ ქალაქს იცნობდა. არა, მეც არ მაკლდა "გაჩითვა", უბრალოდ მთელი ქალაქის ცოდნა რაში მჭირდება. იუტასავით ვერ ვიკონწიალებ ყველა ბნელ კუნჭულში, ძაღლივით. ნუ კარგი, ლანძღვა არ მინდა. მისნაირად ვერ დავეცემი. იმას მოვყვები რომ საბოლოოდ ერთად ვიყავით. აი მასთან გვერდით ყოფნა. ეს იცით როგორი შეგრძნება იყო? აი უცბად პატარა ბაჭია რომ იჩითები მგლებში. ნუ მგლები არა, იუტა და მისი მეგობრები გარეულ მელიებს უფრო გვანან. ოღონდ ის ცოფიანი იყო და მისი მეგობრები უფრო ადამიანური ჯიშის.

მოკლედ პირველად რომ შევამჩნიე მისი ინტერესი, მეც შევიფერე. ბევრად უფრო ლამაზად ვიცვამდი და უფრო ხმამაღლა ვიცინოდი... ხო იუმორი ჰქონდა, ოღონდ სინამდვილეში არ ჰქონდა, ეს მე მეცინებოდა ბოლო ხმაზე, ხომ ხვდებით.

ესეიგი პირველ დეითზე რომ წავედით სადღაც ძაან რომანტიულ ადგილას წამათრია. ოღონდ მართლა არ მეგონა უძვირფასეს რესტორანში თუ დამაჯენდა მილიარდერი ხალხის გვერდით, ძაან ნაგლად შემიყვანა, მაშინ როდესაც ფეხზე კეტები მეცვა. დიახ !!! კეტები. მთელი საღამო ვეიაზვებოდი. მერე ისევ დამამშვიდა, საბოლოოდ კი სახლში დამტოვა და მეც ძალიან მშვიდად მთელი ღამე დამჯერი ფისოსავით ვწერდი მესიჯებს. არა, ჩემგანაც მიკვირდა. ისე საყვარლად მწერდა ხოლმე, ლამის ეკრანში შევმხტარიყავი და თავი წამეცალა. ალბათ მაგ ღამეს შემიყვარდა. არა. ვიტყუები. აუტანელი იყო, ეგეთი თავნება და სწერვა ტიპი ერთ ღამეში რატომ უნდა შემყვარებოდა.

წერტილიWhere stories live. Discover now