IX

24 6 96
                                    

-და მე იცი რას ვფიქრობ?-კითხულობს ჯეჰიონი, ხოლო როდესაც თალის მზერით ხვდება, რომ ის პასუხს ელოდება, აგრძელებს. -უკეთესს იმსახურებდი.

-არა, ის საუკეთესო იყო, ჯეჰიონ.

-რითი იყო საუკეთესო. შენ თუ მარტო სექსზე და პატარა პაემნებზე საუბრობ კიდევ მესმის. მაგრამ მისი ქცევა არაფერში ჯდება.

-შეიძლება უცხო თვალით მოძალადე ჩანს, მაგრამ არც მე ვაკლებდი. მაშინ როდესაც ცუდად იყო, მივატოვე.

-სწორად მოიქეცი.

-არა. არ გესმის.

-ძალიან კარგად მესმის. აი მე იცი რას ვიზამდი მის ადგილას? თავიდანვე ვეტყოდი დედაჩემს, რომ შენს ცოლად მოყვანაზე ვფიქრობდი. არ მივცემდი უფლებას ასე დაემცირებინე. ვერ გაბედავდა დაეძალებინა ჩვენი დაშორება. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა. არ მოგცემდი უფლებას წასულიყავი და შენს არ ყოფნაში არ გავჟიმავდი მთელ ქალაქს. ჰო, და ორი წლის მერე არ გამახსენდებოდი, რადგან ისედაც არასდროს წახვიდოდი ჩემგან. უკან მოგაბრუნდებდი და არ დავკარგავდი წლებს უშენოდ. -ამბობს და გარეთ იყურება ჯეჰიონი. აივანზე ცოტა ნიავია, ცივა. აშკარად თავის სახეზე ოდნავი სიცივე სიამოვნებს, თვალებს ხუჭავს და უბრალოდ სუნთქავს. თალისგან კი მხოლოდ დუმილია. სიჩუმეში დგანან. სრულ სიჩუმეში. მხოლოდ ერთი-ორი მანქანის ხმა მოდის გარედან და ფოთლების შრიალი ოდნავი ქარის ფონზე. ბნელა, მაგრამ თან ნათელი ღამეა. თალი ჯეჰიონს უყურებს გვერდიდან. თითქოს კიდევ მეტს ელის მისგან. მართალია ის, რადგან სწორედ ამას იღებს. ჯეჰიონი დუმილს არღვევს. -თალი, არ მისცე უკან დაბრუნების უფლება. თუ აქამდე არ ეყო ძალა შენი შენარჩუნების, არც ახლა ეყოფა. წინ დააყენე შენი თავი. -ამბობს და თალის უფრო უახლოვდება. თვალებში უყურებს. მზერით ბურღავს. ხელი თალის სახესთან მიაქვს. მის ლოყას ხელის გულით ეხება. ირგვლივ სიჩუმეა. ჯეჰიონი კი თალის ტუჩებს უყურებს, შემდეგ ისევ თვალებს. ოდნავ კიდევ უახლოვდება. სუნთქვა ეკვრის. გული სწრაფად უცემს.

წერტილიWhere stories live. Discover now