III

26 7 37
                                    

თალიმ მარტო ისაუზმა. მოგვიანებით კი სანისთან ერთად აუზზე გავიდა ფოტოების გადასაღებად. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არსაიდან თეიონი გამოჩნდა. საცურაო შორტებით. არა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ მას ისეთი იდეალური ტანი აქვს. აღსანიშნავი ის არის, რომ თალიმ ვერ იცნო. უბრალოდ მიაშტერდა. შემდეგ მიხვდა, რომ ის მას უახლოვდებოდა. როდესაც მიესალმა და თავის მდგომარეობაზე ჰკითხა, უკვე მიხვდა, რომ ეს ის ტიპია.

იცით ყველაზე უცნაური რა იყო? მართლა არსაიდან მოვიდა. თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებულია თალი, რომ დიდ შარშია. მაგრამ თან არ იმჩნევს, რადგან ცდილობს აღელვება არც სანის და არც თეიონის წინ არ დაიტყოს. როგორღაც მოახერხა ამ ტიპმა და ფოტოების გადაღების შემდეგ მარტო დარჩა აუზში თალისთან ერთად. სანის ნამდვილად მოკლავს როდესაც ოთახში მარტო დაბრუნდება. არა, როგორ ბედავს და მარტო ტოვებს უცხო ტიპთან. მხოლოდ იმიტომ, რომ ის "სიმპატიურია".

თალი ლამისაა ლოცვაზე გადავიდეს, რომ ამ ერთხელ გადარჩეს და დაუსხლტეს ხელიდან ამ ტიპს. რაღა დღეს ჩაიცვა ყველაზე სექსუალური ბიკინი, შავი და ძალიან ამოღებული, რომელშიც თითქმის ყველაფერი უჩანს. არა, ეს პრობლემა არა არის. უბრალოდ თეიონი თვალებს არ აშორებს მას, ეს კიდევ უხერხულობას ქმნის, რაც საბოლოოდ აკომპლექსებს თალის.

აუზში მარტო ყოფნისას პატარ-პატარა საუბრები ჰქონდათ. ჩვეულებრივი "გამარჯობა-როგორხარ". საბოლოოდ კი იმაზე დასთანხმდა თალი, რომ საღამოს სადილი ერთად ეჭამათ. უკვე მშრალებს და ჩაცმულებს. არ უნდოდა თანხმობა ეთქვა. მაგრამ დაიძაბა. თან ძალიან სურდა აუზში მასთან ერთად მეტი დრო აღარ გაეტარებინა. ამიტომ ამ თანხმობით მოიცილა ცოტახნით.

*

სამწუხაროდ, საღამო მალე მოვიდა. თალიმ სანი ალბათ ჩვიდმეტ ენაზე აგინა, იმის გამო, რომ თეიონთან აუზში მარტო დატოვა. ეს ისეთი უხერხული იყო. ისიც კი ახსენა თეიონთან, რომ შეყვარებული ჰყავს, მაგრამ ამაზე რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. ის უბრალოდ უსმენდა თალის. თითქოს რაღაც ბავშვობის მეგობრები იყვნენ. არადა თან კარგად ამჩნევდა მის თვალებში ვნებას, ლამის იყო იქვე დასცხრომოდა თალის სხეულს. ამას არ იმჩნევდა თეიონი. მართლა. უბრალოდ თალი მაინც ხედავდა მის თვალებში დამალულ განზრახვას.

წერტილიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang