VII

38 6 45
                                    

დაახლოებით დილის ოთხი საათი იყო როდესაც იუტას გამოეღვიძა. თალი ხელში აიყვანა, ოთახში გადააწვინა და საბანში გაახვია. წამლების ყუთს დიდხანს ეძებდა, ბოლოს კი თავის ტკივილის მოსაშორებლად ტკივილგამაყუჩებელი მიიღო. შემდეგ კი ისევ დივანზე დაიძინა. რამდენიმე საათი ეძინა, სანამ თალის ტელეფონის ზარმა არ გააღვიძა ორივე. თალი მისაღებ ოთახში გამოვიდა ბარბაცით, ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა და ტელეფონი აიღო.

-სანი? -ნამძინარევი ხმით უპასუხა ტელეფონს.

-თალი, დღეს ხომ მოდიხარ? უკვე ცხრა საათია, გადაღებას ათზე ვიწყებთ.

-კი, კი, რა თქმა უნდა. ჩათვალე ერთ საათში მანდ ვარ. -უპასუხა თალიმ და მალევე ტელეფონი გათიშა. იუტას გახედა, რომელიც დივანზე იწვა და პატარა საბანი ჰქონდა მიფარებული, რომელიც საკმარისად აშკარად არ ათბობდა.

-იუტა, ერთ საათში სტუდიაში ხომ გამიყვან? -საწყალი სახით უყურებს იუტას თალი, ცდილობს ხუმრობით თავი შეაცოდოს.

-საერთოდ რატომ მეკითხები. რასაკვირველია, გაგიყვან. უბრალოდ მალე მოემზადე, კარგი?

-ჰო, ახლა ვიბანავებ. შეგიძლია შენც გამოიყენო აბაზანა, სტუმრებისათვის განკუთვნილი რომელიცაა სუფთაა და იქ შედი თუ გსურს.

-სხვა ტანსაცმელიც კი არ მაქვს.

-შენი ტანსაცმელი შენახული მაქვს, ამიტომ მოგცემ.

-მოიცა, მოიცა... ჩემი ტანსაცმელი რატომ გაქვს შენახული? -ამბობს იუტა და გამომწვევად იღიმის, თან სიცილი უტყდება.

-ღმერთო, იუტა, სულ ასეთ უაზრობებს ნუ მეკითხები, ადრე ჩემს კარადაში რომ გქონდა ხოლმე დატოვებული, ყუთში მაქვს ჩაწყობილი, მოვძებნი და მოგცემ. რამდენიმე ჰუდია და ნორმალური ტანსაცმელი. შეგიძლია იბანავო, მანამდე ვიპოვი. -ამბობს თალი, შემდეგ კი ტანსაცმელს პოულობს. საბოლოოდ კი ორივე ბანაობს.

თალიმ ალბათ ყველანაირი გინება ერთად თქვა გონებაში, როდესაც შიშველ, პირსახოცშემოხვეულ იუტას თვალები გაუსწორა და ტანსაცმელი მისცა. "ოლივერი, ოლივერზე იფიქრე თალი." თავის თავს რამდენიმეჯერ გაუმეორა.
იუტა კი თალის თვალებით ბურღავს. კარგად იცის რა ძალასაც ფლობს, ამიტომ ამას თავის სასარგებლოდ იყენებს.

წერტილიWhere stories live. Discover now