XVII

20 4 35
                                    

კითხვას ისმენს და ვერ რეაგირებს რეა. ცივი ოფლი ასხავს. ვერ ბრუნდება უკან. უბრალოდ წევს და ხმას ვერ იღებს. გულის ცემა ყურში ესმის და რაღაც საშინლად შემაწუხებელი შეგრძნება აქვს სხეულში. რაღაც მწველი და გაუსაძლისი. წიწკნის. ისევ წევს და საშინლად ანერვიულებს ჩამოწოლილი სიჩუმე.

დოიონი ლამპას ანთებს, შემდეგ კი რეას გადმობრუნებას ელოდება. რაც მალევე ხდება, რადგან რეა აუჩქარებლად ბრუნდება და აცრემლებულ თვალებს უსწორებს შეყვარებულს.

-დოი...-იწყებს, მაგრამ ვერ აგრძელებს, ისტერიული ტირილი უვარდება. ზუსტად ის ცრემლები, რომელებიც ასე ახრჩობდა რამდენიმე წუთის წინ, ისევ ბრუნდება. სახეს იწმენდს. სრუტუნებს, მაგრამ ცდილობს ემოციებზე კონტროლი დაამყაროს.

-ნუ ტირიხარ. უბრალოდ მომიყევი რა მოხდა. -ცდილობს დაამშვიდოს შეყვარებული დოიონმა და მის სხეულს უახლოვდება, შუბლზე ჰკოცნის, შემდეგ კი ეხუტება. -სახეს გავუერთიანებ.

რეა კი უბრალოდ თავს აქნევს მის მკლავებში უარის ნიშნად.

-უნდა დავშორდეთ. -სიტყვები თავისით ამოდის რეას ბაგეებიდან და პირველი რაც თავში მოსდის იმას ამბობს. ამ სიტყვებზე კი დოიონი უბრალოდ შეშდება. რეა კი შეყვარებულის მკლავებს ტოვებს, მის წინ სწორდება და აგრძელებს:

-ჯეჰიონი არაფერ შუაშია. მე... ვერ მოვახერხე მისი დავიწყება. მაპატიე. -ცდილობს წინადადება დაალაგოს რეამ და მოწოლილი ცრემლები გადაყლაპოს.

-წლები გავიდა, რეა. რას ჰქვია ვერ მოახერხე დავიწყება. შენ რა მეუბნები რომ მას ხვდები?! -ბრაზით პასუხობს. ცდილობს ზედმეტად არ აღელდეს დოიონი, მაგრამ მისი ყველაზე საშინელი ეჭვი გამართლდა, ის, რასაც თვალებს ამდენი ხანი არ უსწორებდა და უფრთხოდა.

-არ შემიძლია. ვცადე. მეგონა, რომ მზად ვიყავი სიახლისთვის, მაგრამ ამით მხოლოდ უარეს ნაგავში შევტოპე. დოიონ უკეთესს იმსახურებ. მე საშინელი ადამიანი ვარ. უნდა დავშორდეთ. -სლუკუნით პასუხობს რეა და უბრალოდ დოიონის ტკივილნარევ გამომეტყველებას უყურებს.

წერტილიOnde as histórias ganham vida. Descobre agora