VI

26 4 58
                                    

თალი მისაღებ ოთახს ნერვიულობისგან კრუგებს ურტყავს. ცდილობს დამშვიდდეს, მაგრამ გულის ცემა ყურებში ესმის. ბოლოს ასე ალბათ გამოცდების დროს ინერვიულა, ან საერთოდ არ უნერვიულია ასე ძალიან. რამდენჯერმე ჩაიხედა სარკეში, შეამოწმა თავისი ტანსაცმელი. სახლს თვალი შეავლო. ყველაფერი იდეალურადაა. არაფერია არეული. მხოლოდ იუტა აკლია, მაგრამ ვერ ითმენს. თითქოს არ სურს ნახვა. არ მოსწონს ეს არეულობა საკუთარ ცხოვრებაში. რომ შეეძლოს ახლა იუტას ამოშლა თავისი ცხოვრებიდან, ალბათ დასთანხმდებოდა შემოთავაზებას. მაგრამ თან საშინლად სურს მისი ნახვა. ეს თითქოს გონებისა და გულის დაპირისპირებაა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ხანდახან ორივე უარზეა, ხანდახან კი ორივე თანახმაა. როდესაც სურს რომ ის ყველაფრიდან გააქროს, თან იმაზე ფიქრობს ამ წამს რა სასიამოვნო იქნებოდა მის გვერდით ყოფნა. მაგრამ ეს ღალატია, არა? არ სურს, რომ ამას ღალატი დაარქვას. არავის ესმის მისი. ყველაზე რთული კი ის არის, რომ ახლა არავინაა ისეთი, ვინც მას დაამშვიდებს და ეტყვის, რომ დაბნეულობა ნორმალურია. ის უბრალოდ იტანჯება თავის ფიქრებში.
ახლაც ზუსტად იგივე ტკივილს გრძნობს, ნერვიულობისა და გაურკვევლობისა. სურს პასუხი მიიღოს. სწორედ ამიტომ გააგდო ოლივერი. ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ იუტა მოენატრა, რასაკვირველია. მაგრამ რაღაც მხრივ ესეც იყო, უბრალოდ ამას ხმამაღლა არასოდეს იტყვის.

დაახლოებით ხუთი წუთი იტრიალა ასე სახლში სანამ ტელეფონმა არ დარეკა. იუტას სართულის და ბინის შეხსენა არ დასჭირვებია. ის ხშირად სტუმრობდა თალის წლების წინ. ადრე აქ დედამისიც ცხოვრობდა. არა, არასწორად ნუ გაიგებთ, ახლაც ცხოვრობს. უბრალოდ დედამისი სახლში, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეა, დანარჩენი კი თითქმის სულ საზღვარგარეთაა სამუშაოდ. აღსანიშნავია, რომ ამითი ბედნიერია თალის დედა. სულ სურდა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, ეს ოცნება კი ჯერ კიდევ შესრულების სტადიაშია. თალი კი ამის გამო გულს არ იტეხს, თვითონაც ზრდასრულია, ამიტომ მონატრება დიდად არ კლავს. ამდენი მუშაობის გამო კი საერთოდ არ რჩება მონატრების დრო. სტუდია, უნივერსიტეტი, სტუდია, უნივერსიტეტი. დედის მონატრება კი არა, ოლივერიც კი არ ახსოვს გრაფიკის გამო. რა თქმა უნდა, სურს რომ სახლში ხშირად იყოს დედამისი, მაგრამ მარტოობა საერთოდ არ აწუხებს ამ მომენტში.

წერტილიWhere stories live. Discover now