XII

26 5 76
                                    

იმ დღიდან ერთი კვირა გავიდა. დიახ, ეს ვალენტინობის დღე იყო. ყველასთვის მეტნაკლებად საინტერესო.
თალის ცხოვრება შეიცვალა.
იუტას სიყვარული სწვავს, მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი ალბათ ჯეჰიონის სიტუაციაა.

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა. დილას ადრე გაიღვიძა. აპირებდა თალისთვის დაერეკა, ეთხოვა, რომ ცოტა უფრო ადრე მოსულიყო წვეულებაზე, ვიდრე სხვები. მისი გვერდით ყოფნა განსაკუთრებით სურდა. რასაკვირველია, ამას ვერ ახსნის. გრძნობს, რომ უადგილოა მისი ასეთი დამოკიდებულება თალის მიმართ. ზედმეტად სჭირდება მისი სიახლოვე. მხოლოდ მეგობრები არიან. არასდროს არაფერი მომხდარა მათ შორის და არც არასდროს იკადრებს, რომ მეტი მოითხოვოს. მაგრამ თავს ვერ აკონტროლებს, როდესაც მის სიახლოვეს ყოფნაზეა საქმე. სურს სულ გვერდით ჰყავდეს, სურს ყველა წვეულებაზე მასთან იყოს. უბრალოდ სურს დაიცვას და არასდროს მისცეს სხვას უფლება მას ატკინოს. და-ძმა. მხოლოდ დაძმობა....

არ დარეკა თალისთან დილას. დაახლოებით იცოდა, რომ ოლივერთან ერთად მოვიდოდა, ამიტომ აღარ ჩაერია საქმეში. საღამოს ყველაზე მეტად მისი სახის ნახვა სურდა. ჰო, ახლა შეყვარებული ჰყავს. უფრო სწორად ალბათ დროებითი გატაცება. ეს არასწორია. თვითონაც ხვდება. არ უნდა რომ ვინმეს გრძნობებზე ითამაშოს, მაგრამ ეს გოგო არ უყვარს. თითქოს ნიღაბი აქვს მორგებული, რომ თავისი შეყვარებული მისთვის საუკეთესოა. ყველას ეუბნება, რომ სერიოზულადაა საქმე. მაგრამ ამას არ ფიქრობს. ალბათ დაშორდება. როდის არ იცის, მაგრამ დიდხანს ნამდვილად არ სურს მასთან ყოფნა. ალბათ ამისთვის განსჯიან, მაგრამ უბრალოდ ჰკიდია. მისთვის ეს არაფერს ნიშნავს. უბრალოდ დროებითი ურთიერთობა. ასე ცხოვრობს და ალბათ ჯერ კიდევ რამდენიმე წელი არ შეცვლის არაფერს. მხოლოდ ერთი ადამიანი. მხოლოდ თალიზე ფიქრობს ხოლმე. არა, მას რომ ჰკითხოთ გეტყვით, რომ თალის მიმართ ინტერესი არ აქვს. უბრალოდ როგორც დას, მასე უყურებს. რომ მხოლოდ მისი დაცვა უნდა. აი როგორც დიდი ძმა პატარა დას იცავს, ხვდებით?

წერტილიWhere stories live. Discover now