V

27 5 27
                                    

თალის მშვიდად ეძინა, როდესაც ტელეფონის ზარმა გააღვიძა. დახედა და როდესაც ოლივერის სახელი დაინახა მაშინვე აიღო.

-ოლივერ? -ძილნარევი ხმით უპასუხა ტელეფონს.

-თალი, გაგაღვიძე?

-ა... არა... არა, კი. მაგრამ კარგია რომ გამაღვიძე. სტუდიაში უნდა წავიდე.

-ზუსტად ორ წუთში შენთან ვიქნები, ჯერ არ გაემზადო, კარგი? დამელოდე.

-აჰა, კარგი. -პასუხობს თალი და ტელეფონს თიშავს. თან იმას ფიქრობს რატომ მოდის მასთან დილის შვიდ საათზე ოლივერი.

საწოლიდან ადგა, მოწესრიგდა და ყავა მოამზდა ორივესთვის. მალე ოლივერიც მოვიდა. საჭმელები და დონატები მოიტანა. თალის აკოცა. შემდეგ კი ისაუზმეს. მაგიდასთან ისხდნენ, როდესაც ოლივერმა საუბარი დაიწყო.

-თა, დღეს აუცილებლად უნდა წახვიდე სტუდიაში?

-რატომ მეკითხები? -კითხულობს თალი, შემდეგ ისევ თვითონ პასუხობს. -კი, რასაკვირველია, უნდა წავიდე.

-ერთი დღე გააცდინე. სანის ისედაც რამდენ ფოტოს უღებ. ჩემთან ერთად იყავი.

-ოლივერ, კარგად იცი, რომ მარტო ფოტოებს არ ვიღებ. მართალია სანის მენეჯერი ლენაა, მაგრამ მის სამსახურსაც ვითავსებ. ლენას სხვა კლიენტებიც ჰყავს. დაკავებულია, მე მიწევს კომპანიებთან საუბარი. ვერ გავაცდენ.

-თალი... მომენატრე. საერთოდ ვერ იცლი ჩემთვის. დილას ერთად ყოფნაზეც აღარაა საუბარი. ღამე ზედმეტად დაღლილი ხარ. ერთი დღე დამითმე.

-ეს ჩემი ბრალი არ არის, მიყვარს ჩემი სამსახური. რას მთხოვ?

-ერთ თვეზე მეტია სექსიც კი არ გვქონია, თალი. დავიღალე. მხოლოდ ერთი დღე. გთხოვ. ნუთუ სამსახური ჩემზე მნიშვნელოვანია. დაურეკე სანის, ლენა იმუშავებს შენ მაგივრად. მოვითხოვ, რომ ჩემთან იყო. არ წახვალ. ამითი არაფერი დაშავდება. -ამბობს ოლივერი და პასუხს ელოდება. ცოტახანი სიჩუმეში ზიან. საბოლოოდ კი თალი თავს აქნევს თანხმობის ნიშნად და ტელეფონს იღებს. სანის ურეკავს, რომ დღეს ვერ მოვა. შემდეგ კი ლენას, რომ სტუდიაში მივიდეს. ახალი პოსტის დადებას და გაყიდვას სთხოვს. ბოლოს კი თიშავს და ოლივერთან ბრუნდება.

წერტილიWhere stories live. Discover now