II

33 6 17
                                    

დილას ადრე გაიღვიძა. იბანავა და პირდაპირ ლექციაზე გაიქცა. არა, თვითონაც უკვირს საერთოდ რატომ უთმობს ამხელა დროს სწავლას. არ აინტერესებს თავისი ფაკულტეტი. სამსახურიც იდეალური აქვს. მაგრამ საკუთარი პერფექციონისტი გონება არ ასვენებს. ამიტომაც გიჟივით მეცადინეობს. ხანდახან იმას ფიქრობს იუტა რომ მხედავდეს ცოტა შემიცოდებდა და მთხოვდა თავი არ დამეტვირთაო, მაგრამ შემდეგ ისიც ახსენდება, რომ ორი წელია არ უნახავს და აზრი არ აქვს ამაზე ფიქრს, ხოლო ოლივერის თხოვნას არაფრად აგდებს.

თვითონაც იცის, რომ სადღაც მაინც შეხვდება. სპეციალურად დაბლოკა ყველგან, რომ არ ენახა სად რას აკეთებდა. ამიტომ არ იცის ისევ იმავე ქალაქში თუ ცხოვრობს, ან სადმე სხვაგან თუ გადავიდა, მაგრამ მაინც გრძნობს. სადღაც შეხვდება. ხოდა უცდის მაგ დღეს. ტვინში მილიონჯერ მაინც წარმოიდგინა როგორ საყვარლად აუვლიდა გვერდს უბრალოდ ლამაზი "გამარჯობის" შემდეგ. ზუსტად ისეთი სახით, რომლითაც კარი გამოიჯახუნა. ჰო, ღიმილით. არა, ისიც მართალია, რომ იქ დატოვა თავისი მთელი სული და დღემდე არ გრძნობს თავს იუტას გარეშე უსაფრთხოდ და მშვიდად, მაგრამ დაშორებისას არ დასტყობია სახეზე ეს ტკივილი. ვითომ არ უტირია გათიშვამდე, ვითომ არ უყვირია ბოლო ხმაზე, ვითომ არ გაუტარებია მთელი თვე მკვდარივით. იუტამ არაფერი იცის. ვერც ვერასდროს გაიგებს. არ უნდა გაიგოს. ამას სანისაც კი არ უმხელს. ვერ ეტყვის რომ ოლივერი უბრალოდ ჰკიდია და დღემდე იმას ცდილობს, რომ დაამშვიდოს თავისი გონება, რათა ყოველ კვირა იუტაზე არ წავიდეს ფიქრები. მაგრამ იმასაც აღიარებს, რომ ბოლო ერთი თვეა უფრო მოუხშირა მასზე ფიქრს, ესეც ალბათ იმის გამო, რომ მოსალოდნელია მისი მალე ნახვა. ყოველთვის გრძნობდა იუტას სიახლოვეს. ყოველთვის. იცის, რომ ინტუიცია არ ღალატობს. თავის თავს იმასაც ჰპირდება, რომ არ დაიბნევა მისი ნახვისას. "თალი, გთხოვ, უბრალოდ დამშვიდდი, სულ რომ სტუდიაში შემოვიდეს და გითხრას ფოტოგრაფი მინდა დავიქირავოო არ აღელდები, ის არაფერია შენთვის.". ასე იმშვიდებს თავს, მაგრამ იცის, რომ მისი დანახვისას ალბათ კამერასაც დალეწავს. გაუვარდება ხელიდან, ან თვითონ იუტას ესვრის.

წერტილიWhere stories live. Discover now