XXV

22 2 27
                                    

რეამ მომხდარი გამოიგლოვა. სამი დღე ისე გავიდა, რომ დოიონი არ უნახავს. ელოდებოდა. ყოველ საათში ეგონა, რომ მოვიდოდა. მაგრამ არ მოსულა. ახლა კაფეში ზის. სანის და თალის წინ და მომხდარზე მოკლედ ყვება.

-სიყვარული ავუხსენი. -სრული სიმშვიდით ამბობს, მაგრამ თალი სრულ შოკში ვარდება, სანი კი მაშინვე ბედნიერდება.

-ღმერთო, ძლივს. -ამბობს ის და პატარა ტაშს უკრავს.

-ღადაობ?! -ჯერ კიდევ უარყოფაშია თალი.

-არ ვიცი. ცოტა არ იყოს სინანული მახრჩობს ვარიანტში. არ მინდოდა თქმა. უფრო სწორად, მიყვარს, მგონი. მაგრამ ეს ისე ვთქვი, რომ გააზრებულიც არ მქონდა. ახლა ვიაზრებ. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მგონი მთელი ეს დრო მიყვარდა. უბრალოდ, არ იყო მარტივი ამის ასე თქმა. თითქოს ვალდებულება მოვიხადე სიყვარულის ახსნით, მაგრამ ეს ხომ ვალდებულების გამო არ ხდება. უბრალოდ მინდა შემეძლოს ვუთხრა, რომ არ მეზიზღება. რომ რეალურად იმიტომ გავურბივარ, რომ მასთან სიახლოვე გულს მტკენს. არ ვიცი რა გავაკეთო. -ამბობს და თავის ფინჯანს იღებს, რამდენიმე ყლუპ ყავას სვამს, შემდეგ კი აგრძელებს. -ველოდები რომ მოვიდეს.

-აი დებილი ხარ. -პასუხობს თალი და თვალებს აბრიალებს.

-რატომ ვარ დებილი, არ უნდა მეთქვა რომ მიყვარს?

-მაგიტომ არა. მას რომ ელოდები. იქნებ ის შენ გელოდება. არც გიფიქრია ის რა სტრესშია? ძალიან მიყვარს დოი და ვფიქრობ სჭირდები. უკეთესს იმსახურებთ ორივე, განსაკუთრებით ის. უნდა შერიგდეთ. -ამბობს თალი.

-მეც, ვფიქრობ, რომ უნდა მიაკითხო. -ეთანხმება სანი მეგობარს.

-ასე უბრალოდ მივიდე? და რა ვუთხრა. არ მიღადავია, მართლა მიყვარხარ-თქო?

-იცის რომ არ გიღადავია. უბრალოდ ის უთხარი, რაც ახლა ჩვენ აგვიხსენი. -ამბობს თალი. მისი სიტყვები კი საკმარისია, რომ რეა დათანხმდეს რჩევას.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 16, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

წერტილიWhere stories live. Discover now