XV

32 6 70
                                    

*

-არ შეგიძლია სიყვარული. ნაბიჭვარი ხარ. მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ და უგუნური ხარ. როგორ შეგიძლია, ჯეჰიონ, მტკივა.-სლუკუნებს რეა. ცდილობს სული მოითქვას. საშინლად ეტირება. -ოდესმე გიყვარდი? -ამბობს და პასუხს ელოდება. თვალები ჩასისხლიანებული აქვს ტირილისგან.

-ა..არვიცი. არვიცი რა გითხრა, რეა. პატარავ, მაპატიე. -ცდილობს დაამშვიდოს, მაგრამ ვერ პოულობს სიტყვებს ჯეჰიონი. რეა კი უბრალოდ თავს აქნევს უკმაყოფილებისგან. არ სჯერა მის წინ გაშლილი სცენის.

ეს მათი ბოლო საუბარი იყო. როგორც წყვილის. შემდეგ დაშორდნენ. მაგრამ მალევე დაუბრუნდნენ მეგობრობას.

დოიონი სამეგობროში გაიცნო რეამ. ერთმანეთს ბოლომდე ვერ ეწყობიან, მაგრამ თან იდეალური ურთიერთობა აქვთ. ყველანაირად. დოიონი რეას დამამშვიდებელია. პატარა ვალერიანკა. მის გვერდით უკიდეგანო ნეტარებაშია. დოიონი არსებობითაც ამშვიდებს. მასთან კოცნა. მის გვერდით ძილი... პირველად როდესაც დოიონთან დაწვა აგრესიას, სიუხეშეს ელოდა. როგორსაც ჯეჰიონთან იყო მიჩვეული. მაგრამ დოიონი ისეთი დამყოლი აღმოჩნდა. ისეთი მშვიდი. ამან სასწაულ კაიფში ჩააგდო რეა. თითქოს ყველა ტკივილი ნაზი სიმშვიდით ამოივსო. მასთან თითო წამი უყვარს. მაგრამ თვითონ დოიონს ვერ იყვარებს.

რეა დასერილი ბარძაყებით დადიოდა თვეები. მხოლოდ ამითი იმთელებდა გატეხილ გულს დაშორების შემდეგ. ჯეჰიონს ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, როდესაც ჟიმავდა. მაგრამ დოიონმა ყველა ხერხი გამოძებნა. ყველა დანა გაზიდა რეას სახლიდან. მილიონჯერ სთხოვა, რომ როდესაც ამას დააპირებდა უბრალოდ მისთვის დაერეკა.

"როდესაც ცუდად იქნები, დამირეკე."

ჰო, მართლაც ურეკავდა ხოლმე. ყველა ჭრილობა გაუმთელდა რეას. მაგრამ ჯეჰიონს მაინც ვერ სწყდებოდა. ერთხელ სახურავზე ავიდა. მაგრამ უკან ჩამოვიდა. ერთხელ ბრიტვა მიადო ვენას, მაგრამ ვერ გაჭრა. არ შეუძლია თავის მოკვლა. უბრალოდ არ შეუძლია. საშინლად ეშინია. სიცოცხლე უნდა. მაგრამ არა ასეთი.

წერტილიWhere stories live. Discover now