XVIII

25 6 11
                                    

რეა ოთახში დაბრუნდა. კარი ჩაკეტა და უბრალოდ წამოწვა. შეუძლოდ? ალბათ მართლა შეუძლოდაა და თეიონმა სწორად გამოიცნო. გულისრევის შეგრძნება აქვს ნერვიულობისგან. ხელები კი გაყინული აქვს. უკვე ფიზიკურ სისუსტეში გადასდის შინაგანი დაძაბულობა. საბოლოოდ ეცლება ხელიდან ყველაფერი. ის რაც თავისი ტყუილითა და ამაზრზენობით მოიპოვა, კარგავს. ის რაც ერთ დროს სამუდამო ეგონა მის თვალწინ ქრება. დოიონი უყვარს? ამ კითხვას თავის თავს ვერც კი უსვამს. დოიონის შეყვარება არასდროს სდომებია. არ აპირებდა. მაგრამ უკვე ისიც არ იცის ჯეჰიონის მიმართ რას გრძნობს. ამიტომ ვერც იმას იტყვის, რომ ჯეჰიონის გამო ვერ იყვარებს დოიონს. მაგრამ ახლა, როდესაც ყველაზე ცუდადაა, სწორედ ის სურს, რომ ჯეჰიონი ჰყავდეს გვერდით. რადგან ისინი წლებია ერთმანეთთან გარბიან. დიახ, რეას ცალმხრივად უყვარს. მაგრამ ისე იქცნენ ერთმანეთის საყრდენად, რომ ვერც გაიაზრეს. ერთ ისტორიას კი ყოველთვის მრავალი მხარე აქვს.

ჯეჰიონი. ჯეჰიონი ერთ საშინლად გაუმართავ ოჯახში დაიბადა. დედა ადრეულ ასაკში წავიდა, უბრალოდ დატოვა. მამასთან ცხოვრობდა. დედისერთაა. რეალურად ძალიან რთული იყო ეს. ჰო, ერთი შეხედვით უბრალოდ დედა წავიდა. მაგრამ ხომ გააჩნია ვისთან დატოვა. მამამისი არასდროს იყო სახლში და როდესაც იყო... ეს კარგად არ სრულდებოდა. ეს იმხელა ტკივილთან ასოცირდება, რომ ამაზე არ სურს ყურადღების გამახვილება მას, თითქოს არასდროს არსებობდა ეს პერიოდი, რომ თითქოს არასდროს უვლია დალურჯებული თვალით სკოლაში და არ უთქვამს ტყუილი, რომ უბრალოდ უბანში იჩხუბა. მაგრამ მოდი ამ ნაწილს გადავახტეთ.

როგორც ტიპიური თინეიჯერი ყურადღების გარეშე ჯეჰიონი საშინელ წრეში გადავარდა. ნუ ისეთი არაფერი, ნარკომანობის გზას არ დამდგარა, მაგრამ არც წმინდანი გახლდათ. ნუ, ის აღსანიშნავია, რომ ისეთი ტიპის ცხოვრებას აუღო ფეხი, მთლიანი მენტალობა შეეცვალა. მისთვის საყრდენი არასდროს არაფერი ყოფილა.

წერტილიWhere stories live. Discover now