XVI

26 4 68
                                    

-თეიონი ბერლინის შემდეგ ფიჯიზე მიდის სამი თვით. -წუწუნებს სანი და ჩემოდანში კიდევ ერთ კაბას დებს.

-არაუშავს, ფოტოებს უფრო მეტ დროს დაუთმობ სანამ წასული იქნება. თან ბერლინში ბევრგან გვექნება ფოტოსესია. რეასაც გადავუღებ ფოტოებს დაბადების დღეზე.

-გავხმები თეიონის გარეშე. სამი თვე ცელიბატით ვიცხოვრო?!

-ორი წელი მასე ვხმებოდი იუტას გარეშე.

-მოიცა... თქვენ რა ისევ ერთად ხართ?!

-რაღაც მხრივ კი. ვცდილობთ. ოღონდ არავის უთხრა. არავისთვის მომიყოლია. უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით და სექსი გვაქვს. დიდი არაფერი. ორი კვირაა რაც ვილაპარაკეთ.

-გემრიელად იჯირითე ანუ ბოლო ორ კვირაში, არა?

-აი სერიოზულად ავადმყოფი ხარ. -ამბობს და სიცილი უვარდება თალის.

ბერლინში მიდიან. ხვალ. თალი რატომღაც დათანხმდა. თან იუტამაც ბევრი იწუწუნა. ბერლინში კი სამსახურს არ მოწყდება. პირიქით ბევრ ფოტოს გადაიღებს. თან რეას გაუსწორდება. დოიონი შუაზე იხევა არ მინდა თქვენი მთვრალი სიფათების ატანაო. თეიონი კი უკვე იმას გეგმავს რომელ კოქტეილს გაყლურწავს პირველს.

ჯეჰიონი არ აპირებდა წამოსვლას. ორი კვირა სადღაც დაიკარგა. თითქმის არსად ჩანდა. მხოლოდ რეას შეხვდა ერთხელ. სამსახურში მიაკითხა და შემდეგ თავისთან ავიდნენ დასალევად. ბევრი ისაუბრეს. ჰო, წესით მარტო სექსი უნდა ჰქონდეთ ხოლმე. მაგრამ რეა ერთადერთია, ვინც ჯეჰიონს ასე კარგად იცნობს. ამიტომ ისიც მას ყველაფერს უყვება.

"არ მინდა ბერლინში. ჩემს შეყვარებულს დავშორდი. თალი ამას რომ მოისმენს არ მოეწონება. არ მინდა ჩემზე შთაბეჭდილება დაკარგოს" -წუწუნებდა მთვრალი ჯეჰიონი რეას გვერდით საწოლში.

"ახვარი რომ ხარ მთელმა სამეგობრომ ვიცით. ისედაც ხვდება ყველა რომ მოთამაშე ხარ. არ გაუკვირდება არავის რომ მიაგდე ის გოგო." -აღრენით პასუხობს რეა. რაზეც პასუხს არ იღებს. ჯეჰიონი უბრალოდ სიგარეტს უკიდებს და ჭერში იყურება.

წერტილიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ