XXII

19 3 12
                                    

ეს ცხოვრება საშინლად უმოწყალოა. რეას თუ ჰკითხავთ ამ წამს გინდა გაღვიძება თუ არაო. უარყოფით პასუხს მიიღებთ. რადგან იცის, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც რეალობაში მოუწევს დაბრუნება. მოუწევს ადგეს და ჯეჰიონი ნახოს.

თავის საწოლში გაეღვიძა. დოიონს გვერდით დივანზე ეძინა. სწრაფად წამოვარდა და ტელეფონით მისაღებ ოთახში გაიქცა.

რვა საათია. ერთ საათში სახლიდან უნდა გავიდეს, რომ აეროპორტში მისვლა მოასწროს და ჯეჰიონი გააცილოს. ნაცნობ ნომერს სწრაფად კრეფს. გრძნობს როგორ უცემს გული. თითქოს ცოტაც და გონებას დაკარგავს. რაღაც საშინლად სჭამს შიგნიდან. თითოეულ ზარის გასვლაზე კიდევ უფრო ეყინება სხეული ნერვიულობისგან. არ იცის როგორ ამოთქვამს რაიმე სიტყვას. სუნთქვაზეც კი ზედმეტია საუბარი. რაღაც საშინლად ანერვიულებს.

„მე ვერ მოვდივარ.“ „მე არ მოვდივარ.“

„ვერ ვახერხებ.“ „არ მინდა?“

თავის გონებაში ვარჯიშობს სანამ ზარი გადის. არ იცის როგორ იტყვის. ჯანდაბა, რატომ არის ასეთი რთული უარის თქმა. მაგრამ ალბათ იცის რატომ. უარის თქმა დალურჯებული სახით სიარულს ნიშნავს, არა? დასიებული ტუჩით და ხრჩობისგან დალურჯებული ყელით. აჰ, ან კოჭლობით სიარული. იქნებ საერთოდ ხეიბრად... არა, ამაზე არ უნდა იფიქროს.

-რეა? -ნაცნობი ხმა ესმის ყურმილის მეორე მხრიდან და ფიქრებიდან ფხიზლდება.

-ჯეჰიონ. მე... იმიტომ გირეკავ, რომ გითხრა ვერ წამოვალ დღეს.

-ვერა? რატომ?

-უფრო სწორად, ვერ წამოვალ არა, არ წამოვალ.

-ვერ გავიგე?

-არ მინდა შენი ნახვა. დოიონთან ერთად ვაპირებ დღის გატარებას და შენი ნახვით არ მინდა ხასიათი გამიფუჭდეს. -ამბობს და გრძნობს როგორ ეყინება მოწოლილი შიშისგან მთელი სხეული და როგორ კარგავს ხელის კანკალის გამო ყველანაირ კონტროლს. ლამისაა ტელეფონი ხელიდან გაუვარდეს. გული კი რაღაც საშინლად უცემს. მაგრამ ყურმილიდან უბრალოდ სიცილის ესმის, შემდეგ კი ცოტახანი დუმილი.

-იცი რა შემიძლია გავაკეთო? ახლავე გავაუქმო ფრენა. აჰ, ან იცი რა? თალის ყველაფერი მოვუყვე. საერთოდ ყველაფერი. ჰო, მთელი შენი ჯაშუშობები. ამიტომ ან ახლავე გაემზადები და მნახავ. ან ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.

-გგონია მე ვერ ჩაგიშვებ?! -ტონს უწევს რეა, მაგრამ ხვდება, რომ ცოტაც და დოიონს გააღვიძებს.

-და? არაფერი შეიცვლება, ისევ შენ დაკარგავ მეგობარს.

ტელეფონს სწრაფად თიშავს რეა. ცოტახანი სიჩუმეში დგას. გრძნობს როგორ უკანკალებს ხელები და როგორ ეკვეთება მუხლები. თითქოს მთელი ძალა წაერთვა. მთელი დაგროვილი გამბედაობა ფეხებიდან გამოაგლიჯეს. სახეში კი სილა გაარტყეს. ხოლო ახლა რაღაც უცხოს, მძაფრს გრძნობს, თვალებში მოწოლილ ცრემლებს, ისევე როგორც გაყინულ ხელებს. გულის ცემაზე კი საუბარი არ არის. ყურებში ესმის, როგორც ჩაქუჩი. ბარბაცით ბრუნდება ოთახში და ცდილობს ჩუმად გამოიღოს ტანსაცმელი კარადიდან. მაგრამ ხვდება, რომ სუნთქვა არ ყოფნის არაფრისთვის. ცოტახანი ჩერდება. გარშემო იყურება და იაზრებს თუ არა რომ საბოლოოდ ეკვეთება მუხლები ძალიან ყრუდ დოიონის სახელს ამბობს და იმუხლება. ცდილობს თვალებიდან გამოიხედოს, მაგრამ ვერ ახერხებს. ცდილობს ისუნთქოს, მაგრამ ვერც ამას ახერხებს.

დოიონი თავის სახელზე მაშინვე რეაგირებს. ოდნავ ახელს თვალებს და როდესაც იატაკზე მყოფ რეას ამჩნევს სწრაფად ეღვიძება. თავიდან ვერ ხვდება რა ხდება. ჯერ კიდევ ძილბურანშია, მაგრამ მაინც დგება დივნიდან და ცდილობს რეას წამოყენებას.

-ღმერთო...კარგად ხარ? -ხმამაღლა კითხულობს. მთელი ძალით ცდილობს ააყენოს ცუდად მყოფი, მაგრამ რეას საბოლოოდ მისდის გული. ჰო, რასაკვირველია, დოიონი მალევე რეკავს სასწრაფოში.


*



რეას ეღვიძება და დოიონისგან მილიონ კითხვას ისმენს. დიახ, თვითონ დოიონი კი პასუხად მხოლოდ ლანძღვას ისმენს.

„გააფრინე? სასწრაფოში რატომ დარეკე, შიგ გაქვს?!“

„გაფითრებული და გულწასული ლამის ხელში ჩამაკვდი, რა მექნა?!“ -უყვირიან ერთმანეთს, მაგრამ, როდესაც სასწრაფო მოდის და ისინიც იმას აზუსტებენ, რომ უბრალოდ ნერვიულობის ბრალია და მეტი არაფერი, დოიონი საბოლოოდ მშვიდდება. მაგრამ არ ასვენებს ერთი რამ.

-რაზე ნერვიულობ?

-საათი რომელია. ღმერთო საათი. -ყვირის რეა, ხოლო როდესაც პასუხს ისმენს, რომ ათის ნახევარია სრულ ისტერიკაში ვარდება. -მოვკვდები. არ გესმის, მოვკვდები.

-უბრალოდ დამშვიდდი და მომიყევი რა ხდება. ხომ გახსოვს, თუ ყველაფრის თავიდან დაწყება გსურს გულწრფელი უნდა იყო ჩემ მიმართ. -ამბობს დოიონი და ნაზად ეფერება რეას წვივებზე. ცდილობს დაამშვიდოს, მაგრამ ამით თვითონაც იწყნარებს ნერვებს.

-ჯეჰიონი უნდა გამეცილებინა დღეს. მაგრამ უარი ვუთხარი. მან კი...-იწყებს და ტუჩების კანკალი ეწყება რეას.

-მან რა? ამოღერღე.

-თალის ვეტყვიო, დოი.

-თალის რა უნდა უთხრას. -გაკვირვებული კითხულობს, ვერ მოდის გონს.

-ამის გაკეთება არ მინდოდა. მე უბრალოდ ჯეჰიონის დახმარებას ვცდილობდი.

-გასაგებია, მომისმინე. ვიცი ანერვიულებული ხარ. შეგიძლია არ მომიყვე. უბრალოდ თუ ასე გააგრძელებ შფოთვას და ნერვიულობას, ვერ ავიტან. კარგი? ან მოყევი ან დამშვიდდი.

-ოლივერი დავაშორეთ თალის.

-რა?! -მთელი აღშფოთებით ამბობს დოიონი.

-ჯეჰიონი ჩაციკლულია, რომ თალი მარტო იყოს. ასე მასთან უფრო ხშირად იქნება. ამიტომ ერთ დღეს მთელი გულით მთხოვა ოლივერი მომეშორებინა. ნუ, რასაკვირველია, მე უბრალოდ უნდა დავხმარებოდი, მასტერ-გეგმა მისი იყო. არა-თქო. ამაზე გაბრაზდა. მერე შემეშინდა. უარის დროს აგრესიული ხდება და ნაცემი სიარული ნამდვილად არ მინდოდა. ჰო, კარგი-თქო. შემეცოდა... და არა, არ მქონდა თავში საღი აზროვნების ნატამალიც, ვიცი. საბოლოოდ გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ოლივერის გრაფიკი უნდა გამერკვია, თალის ტელეფონი ჩუმად ამეღო და მენახა რომელ საათზე სად იყო ოლივერი. ყველაზე რთული ეს იყო. ჯეჰიონის დაქირავებული გოგონა კი სწორედ იმ ადგილებში გაჩნდებოდა, სადაც ოლივერი იყო. ეს სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ, დოი, გეფიცები ავადმყოფური გეგმა აღმოჩნდა. თავიდან უბრალოდ მეგონა ვნახავდით ოლივერი უღალატებდა თუ არა თალის. მაგრამ ერთ დღეს ჯეჰიონმა სრული სიმშვიდით მომიყვა როგორ მივიდა დაქირავებელი გოგო ოლივერის სამსახურში სტაჟიორად, როგორ „დაემთხვათ“ სამუშაო დროები და შემდეგ როგორ გააუპატიურა ამ გოგომ რაღაც წამლებზე ზემოქმედების გამო ოლივერი. ხვდები? გააუპატიურა. ამას ხშირად არ ეძახიან გაუპატიურებას. საშინელი ნორმების გამო, მაგრამ კაცს ნახევრად ეძინა. არ იყო სრულ გონებაზე. ხოლო როდესაც გამოფხიზლდა უკვე გვიანი იყო, რადგან უკვე ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, რაც საკმარისი სამხილი იყო. მაგრამ ჯეჰიონს მეტი სურდა. ვერ ინელებდა იმ ფაქტს, რომ ოლივერი თალის შეყვარებული იყო, ამიტომ გადაწყვიტა სიტუაცია იქამდე მიეყვანა, რომ თალის თვითონ შეესწრო ოლივერისთვის. ამ ვიღაც დაქირავებულმა გოგომ ყველა დავალება შეასრულა, იქამდე არ მოეშვა საწყალ ბიჭს, სანამ ისევ ლოგინში არ ჩაუგორდა. გაამტყუვნებ ოლივერს? ვერა. ის რამდენჯერმე იყო გაუპატიურების მსხვერპლი, შემდეგ კი უკვე ვალდებული, რომ ეს საზიზღრობა რომანი გაეგრძელებინა. თან რეალურად თალი არასდროს აძლევდა ოლივერს, რასაც ის იმსახურებდა. ამიტომ ამ დაქირავებულმა გოგომ მთლიანად დაიკავა თალის ადგილი. სანამ ვალენტინობის დღეს საბოლოოდ არ დასრულდა ყველაფერი. სწორედ ამ გეგმამ შეარიგა თალი და იუტა. ამაზე კი საერთოდ გადაცოფდა ჯეჰიონი. ახლა კი სურს მე ამომხადოს სული ამის გამო. ღმერთო ეს სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო. არვიცი როგორ შევხედავ თალის ეს რომ გაიგოს.

-რეა... -იწყებს დოიონი, მაგრამ ისევ რეა აგრძელებს.

-ვიცი, ჯანდაბა, ვიცი. ჯეჰიონს ეგონა, რომ თუ ოლივერს კარგად ჩაალურჯებდა ამ ღალატის გამო თალის რატომღაც შეუყვარდებოდა ის. გული მერევა, დოი. ჩემს თავზე განსაკუთრებით. ან რატომ ვეხმარებოდი ჯეჰიონს. იქნებ მართლა ერთად დარჩენილიყვნენ ის და თალი. გამოდის ჩემი დაქალი უნდა გამეწირა ამ მოძალადე მონსტრისათვის. ყველანაირად დამნაშავე ვარ. ჰო, შეიძლება არ ვიცოდი რაზე იყო წამსვლელი ჯეჰიონი, ჰო, არ მომიწამლავს ოლივერი და არ მიმიღია მის გაუპატიურების გეგმაში მონაწილეობა, ჰო, შეიძლება არც თალისთვის მდომებია ცუდი, მაგრამ შტრიხი შევიტანე, ესეც იმიტომ, რომ ჯეჰიონისგან რაიმე ყურადღება მიმეღო. და რისთვის? იმისთვის, რომ ისევ მის კლანჭებში გამომწყვდეული დავრჩენილიყავი. დაქალი გავწირე. ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის. ისევე როგორც მე. თალიმ რომ მთხოვოს სულს მივყიდი. ახლავე გადავხტები აივნიდან. სიგიჟემდე მიყვარს. მაგრამ გამოდის, რომ იმ მომენტში ჯეჰიონი თალიზე მეტად მადარდებდა. უარი რომ მეთქვა მისთვის მიმატოვებდა, ან უფრო უარესი, მცემდა და ბევრად გამკაცრდებოდა ჩემ მიმართ. ისიც არ ვიცი რატომ გიყვები ამ ყველაფერს. რატომ გამძიმებ ამ ყველაფრით და საერთოდ რატომ მისმენ. საშინელი ადამიანი ვარ, დოი, მე მხოლოდ ცუდს მოგიტან. მე მხოლოდ გატკენ და დაგიშავებ.

-გაჩუმდი, გაჩუმდი, გაჩუმდი. -მკაცრად, კბილებს შორის ამბობს დოიონი. -ცოტახანი უბრალოდ არ მინდა ილაპარაკო. სიტყვებს ისვრი და აზრიც ვეღარ გამომაქვს. მერე მეორე. გეფიცები, ჩამოაჯვავს თუ არა სადაც წააჯვა იქიდან, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს. ილოცე ვერ ჩამოაღწიოს და თავისმა კიბომ მოკლას მწარე სიკვდილით. მერე მესამე, თალის ამას მოუყვები და როგორც გინდა ისე სთხოვ ბოდიშს. იმსახურებს სიმართლე იცოდეს. ჰო, ოლივერი ცოდოა, მაგრამ ახლა ოლივერზე ნუ მაფიქრებ. არ ვაპირებ ზნეობრივი კრიტერიუმებით ამ სიტუაციის განსჯას. საკმარისი უზნეობები მოვისმინე და მგონი მეც შემძრა. იუტა ძალიან მიყვარს და კარგად იცი როგორი ურთიერთობაც გვაქვს. თალი მასთან უნდა იყოს და ნამდვილად ვერ დავიწყებ ოლივერზე გამოტირებას. ყლეზე მკიდია ახლა როგორაა სადაა და რომელი დაქირავებული გოგო მოტყნა. თუ პენისი ექავებოდა, ისე გაეკეთებინა ყველაფერი, რომ ჯერ თალის დაშორებოდა. ახლა კიდევ შენ... ჯანდაბა, შენზეც ძალიან ვბრაზდები. რატომ ბრმავდები ასე სწრაფად. არ ხარ ასეთი სუსტი, მაგრამ ის ახვარი როგორღაც ახერხებს და ტვინს გირეცხავს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მიკვირს, თუ როგორ მოახერხა ამდენი რამის ერთმანეთში არევა. მთელი სამეგობრო... ფუ, უბრალოდ საზიზღრობაა, რეა. -ამბობს და ამღვრეული გამომეტყველებით იყურება. ცოტახანი დუმს, შემდეგ კი თვითონ აგრძელებს. -კიდევ რა გააკეთე.

-კიდევ? ხუმრობ? ნებით გავაკეთე გგონია? ჩვენ უბრალოდ ის გვაინტერესებდა ოლივერი უღალატებდა თუ არა. თალის არასდროს დავუშავებდი გამიზნულად.

-უკვე დაუშავე. ნუ გამოგყავს შენი თავი როგორც მსხვერპლი. დამნაშავე ხარ და ვალდებული ხარ აღიარო.

-აჰა, ესეიგი დავუშავე, არა? ახლა მომისმინე, პატარა ვალერიანკა, ჩემს განსჯას ნუ გააგრძელებ, იცი რატომ? მართლა არ შემიძლია. ვერ ვუძლებ შენს სიახლოვეს ყოფნას. ცუდად მხდი. სული მეხუთება და მინდა ვიყვირო. ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ახლა ცუდად ვიყო. ნუ მიმატებ სადარდებელს და ნუ მელაპარაკები ასე. ვნანობ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ სიტუაციაში შენგან კრიტიკას ავიტან. შენთან სიახლოვეც საკმარისად მკლავს.

-რატომ?! რატომ ხარ ცუდად. თვითონ მეუბნები, რომ არ გიყვარვარ. მაშინ რატომ ხარ ცუდად. მიპასუხე, რეა. -ყვირის. მაგრამ პასუხს ვერ იღებს. რაზეც საბოლოოდ გამოდის წყობილებიდან. -ახლაც იმავეს აკეთებ. თავი საცოდავი გამოგყავს. რატომ უნდა გავითვალისწინო ის, თუ როგორ გრძნობ ჩემ გვერდით თავს?! ოდესმე გიკითხავს როგორ ვარ, ან შენ გვერდით, ან შენ გარეშე? თუ გგონია, რომ რომელიმე ერთი მეორეზე უკეთესია, ცდები...უბრალოდ აღიარე, რომ დამნაშავე ხარ და მეტად გულწრფელი იყავი. ასე მეც ნაკლებად მატკენ.

-აღსარებებზე ვიარო? თუ თალისთან მივიდე დაჩოქილი. გითხარი, რომ ვნანობ, მაგრამ ვერ ვიზამ იმას, რაც არ შემიძლია. ჰო, მართალი ხარ. მე მხოლოდ ერთი გულქვა ადამიანი ვარ, რომელმაც მიწასთან გაგასწორა. დიდი სურვილი მაქვს როგორმე გამოვასწორო შენი სიტუაცია. ნეტავ არასდროს გამეცანი. მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, მაინც ეგოისტური ბუნება მახრჩობს. ვაღიარებ, რომ შენ გარეშე არ ვიქნებოდი კარგად. ამიტომ გულწრფელი სურვილი არ არის ის, რომ არ მინდა გიცნობდე. -ამბობს და ცოტახნით ყოვნდება. -უბრალოდ არ ვიცი რას ვამბობ. ვერ ვაკონტროლებ სიტყვებს. მართალია. მეტი მომეთხოვება. უნდა გავითვალისწინო შენი გრძნობები. ალბათ არასწორი ვარ, რომ ასე გითრევ ისევ ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ვერ დავმალავ იმას, რომ მჭირდები. უბრალოდ მირჩევნია გააგრძელო ცხოვრება. ერთადერთი ვინც თანადგომას იმსახურებს, ეს შენ ხარ. მე არ ვარ საცოდავი. პირიქით, უნდა გძულდე. მიკვირს როგორ მიყურებ მოსიყვარულე თვალებით.

-ბოდავ, ღმერთო. ან თავს იმცირებ, ან თავს იმართლებ, ან თავს მაცოდებ.

-არ გაცოდებ, კიმ დოიონ, თავს. არა. ნუთუ ასეთი რთულია, რომ ჩემი სიტყვები გაიაზრო. მე უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რა მაკავებს ყველაფრის სათქმელად. არ ვარ კომფორტულად, როდესაც ასე ვართ. შენ კი ყვირიხარ. რეალურად კი ის არის მიზეზი, რომ მეც არ ვიცი რა მჭირს. მინდა, რომ მოგიფრთხილდე, მაგრამ მხოლოდ გაზიანებ. ეს კი უცნაურ შეგრძნებას მიტოვებს. თან მინდა ახლოს ვიყოთ, მაგრამ თან მინდა რაც შეიძლება შორს დავიჭირო შენგან თავი.

-რატომ ხარ ასეთი დამოკიდებული ჩემზე თუ სიყვარულის ნატამალიც არ გაქვს გულში? ანუ გაქვს. არა? ახლა მე გეტყვი რას ვფიქრობ. იმდენად ცუდად ხარ, რომ გინდა გულქვა გამოჩნდე. რაც არ გამოგდის და როდესაც შენს ნამდვილ, გატეხილ სახეს ხედავს ხალხი, ამაზე უფრო ცუდად ხდები, რაც შენს საბოლოო განადგურებას იწვევს. და კიდევ გინდა რაღაც იცოდე? ვფიქრობ, გიყვარდები, ან უკვე გიყვარვარ. ეს კი ძალიან გაშინებს. არ ვიცი როგორ მოახერხა ჯეჰიონმა, რომ ამ დონეზე შეეცვალა შენი ბუნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გააკეთა, მაგრამ სიმართლე გითხრა, მგონი არ აქვს ჩვენს საუბარს მნიშვნელობა. ვეღარასოდეს ვიქნებით ერთად, რადგან არასდროს აღიარებ, რომ არ შეგიძლია ჩემ გარეშე ყოფნა. და მართალი ხარ, რომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო, რადგან ცოტაც და გავაფრენ ამდენი სისულელის მოსმენით.

-ბოდიში? თავში ხომ არ აგივარდა? აგიხსენი, რომ არასდროს მყვარებიხარ.

-ჯანდაბა. -ხმადაბლა ამბობს დოიონი და ოდნავ იღიმის.

-ჯანდაბა? უბრალოდ დაახვიე სანამ წყობილებიდან გამოვალ.

-იცი მაინც როგორ მიყურებ? მთელი სულით გინდა ჩემთან ყოფნა. მოგენატრე. ჩემთან სექსი მოგენატრა. ჩემთან ყოფნა. სულ ჩემზე ფიქრობ და ცდილობ შენი მწარე სიტყვებით მომიშორო. ყველაფერს გააკეთებ, რომ არ ვიცოდე შენი ნამდვილი გრძნობების შესახებ.

-დამცინი, არა?

-კი. დაგცინი, რეა. -ამბობს დოიონი და უფრო ახლოს იწევს რეასკენ. პირდაპირ ქაჩავს და თავისკენ იზიდავს რეას სხეულს. მისი შარვლის ღილს ხსნის, შემდეგ ელვას. და თან თვალებს არ აშორებს წინ მჯდარს. როდესაც საბოლოოდ ხსნის შარვალს, იღიმის. -უკვე ყლეზე მკიდია წარსული. უბრალოდ მომეცი უფლება...-იწყებს და ვერ აგრძელებს. ნერწყვს აღელვებით ყლაპავს. რეას კი უბრალოდ ეცინება. თავის შეხსნილ შარვალს თვითონ კრავს. ჯერ ღილს, შემდეგ ელვას. დოიონს თვალებს უსწორებს.

-გინდა გამჟიმო, მაგრამ ჩემი გატოპვისათვის აღგზნებულობა არ გიშვებს? გეგონა შეძლებდი? გონებაში ალბათ უკვე მიხმარე. მაგრამ არამგონია შენს გონებაში მე მხმარობდე. ალბათ მაინც მე მყავდი კონტროლის ქვეშ. -სისინებს რეა, მაგრამ დოიონი თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. -არ მიყვარხარ, კიმ დოიონ და არც შენთან სექსი მომნატრებია. გასაგებია?

-ზუსტად ვიცი, რომ ძალიან სველი ხარ.

-უკაცრავად? ლამისაა ერექციაზე შარვალი შემოგეხეს. -ცდილობს მწარედ უპასუხოს, რეალურად კი გრძნობს როგორ ეხვევა თავბრუ. ტკივილამდე სწყურია დოიონი, მაგრამ არაფერს გააკეთებს. დოიონთან დაშორების შემდეგ არაფერი ჰქონია. ჯეჰიონთან არ ყოფილა. ყოველღამე სიზმრები აღვიძებს, თუ როგორ აქვს დოიონთან ჭკუისწამღები სექსი, მაგრამ გაღვიძებისას ისევ საშინელი სისველითა და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებით კვდება. თითები კი საკმარისი არ არის. ალბათ ცოტაც და გული წაუვა, მაგრამ არ დანებდება. ასე ადვილად ვერ მისცემს დოიონს საწადელს.

-ჰო, მაგრამ გიყვარვარ.

-ეს ისევ ჩახვეული უნდა გქონდეს? ცალ ფეხზე მკიდიხარ, დოიონ. თავს იტყუებ. -მთელი აგრესიით ამბობს, მაგრამ თან ხელებს ვერ აჩერებს, პენისზე ეხება შარვლის ზემოდან, რაზეც დოიონი ძლიერ კრთება და სუნთქვა ყელში ეჩხირება. -შეყვარებული მე ვარ, თუ შენ? ჯერ ჭკუას მასწავლი, შემდეგ კი მიმტკიცებ, რომ შენზე შეყვარებული ვარ. ემოციურ ტერორში გინდა გყავდე. მესმის. გაბრაზებული ხარ ჩემზე. მაგრამ ასე არ გამოვა. ნაკლებად რომ მაღიზიანებდე ალბათ მართლა გიშველიდი ახლა, მაგრამ პირს მინეტით ვერ დავიღლი. -ამბობს და უბრალოდ უშვებს ხელს მის შარვალს. საწოლიდან დგება.

-მეზიზღები. -სისინებს, ხოლო, როდესაც ოდნავ მშვიდდება ისევ თვითონ არღვევს სიჩუმეს. -კარგი, მივდივარ. -ამბობს და ერექციაზე ხელს იფარებს.

-აჰ, მიხვდა. ოღონდ შემდეგში აღარ მოხვიდე, კარგი?

ამით დასრულდა მათი საუბარი, სანამ დოიონი საბოლოოდ არ წავიდა. ხოლო რეამ კარი დაკეტა თუ არა აკანკალებულ ხელებს დახედა. მისი გაშვება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. თუ მოდუნდება და მასთან ერთ ღამეს გაატარებს ვეღარ მოსწყდება, ვეღარ დაივიწყებს, თავის თავსაც და დოიონსაც ატკენს. რამდენიმე დამამშვიდებელს იღებს. ტელეფონს უყურებს, არანაირი შეტყობინება ჯეჰიონისგან. შესანიშნავია. დღეს დალევს, ალბათ ბევრს. ან მარტო, ან ვინმესთან ერთად. მაგრამ მგონი ვინმესთან ერთად დალევა აჯობებს, არა?


*


სანამ მოსაღამოვდა რეამ სანის დაურეკა, რამს ზავიძენიები ჩამომითვალეო და სასაცილო პასუხიც მიიღო.

-და ზავიძენიაში რას გულისხმობ. კაფეში დაგსვა, ჩემთან ამოხვალ, ღამის კლუბში წავიდეთ თუ ერთი ღამით ფეხის გაშლა გინდა და ტრაკის ტინგიცი?

-აი ბევრი რომ დავლიო მაგას ვგულისხმობ. -სერიოზულად პასუხობს რეა.

-აი მასეთ ზავიძენიებში თეიონი არ გამიშვებს.

-ფუ, აი შეყვარებული რომ გაკონტროლებს ზუსტად მანდ გაქვს დანძრეული.

-აე, სირკა, მე ვერავინ ვერასდროს გამაკონტროლებს, პროსტა შენ რა ტრაკის ტრიალიც გინდა მასე რომ ავატრიალო მეც ჩემი საყვარელი საჯდომი შრეკის დრაკონის ნაშიერივით ამატრიალებს ჰაერში თეიონი, ხომ ხვდები, არა?

-ნუ ხარ გოიმკა. დავლევთ, ტრაკს ერთმანეთს ავუთამაშებთ, სხვას კი არა. ჩვენთვის გავატრაკებთ და გაჯაზების მერე წამოვალთ.

-ი, კაი ელთი, რეა. ჩემთან თუ გინდა ტრაკობანას თამაში გეუბნები გამოდი ჩემთან და გაყლურწინებ ორ ნახად ჭაჭას.

-მკიდია, ბარში წავალთ. თალის მე დავურეკავ და წამოვა, ჰო?

-იუტაც წამოვა ვაუჩერად, თუ თალის წამოყვანა გინდა შენს უსაყვარლეს ბარში და სადაც იუტა წამოვა ანუ დოიონიც წამოვა და აქედან გამომდინარე ანუ მთელი სასტავი, მგონი შენ შენი ყვერჩიტა გენატრება და მისი ყლის დათრევას ჩალიჩობ.

-ავადმყოფი ხარ, სანი. ან დავლევთ ან იდი ნახუი. ვატყობ თვალი მითამაშებს იმდენად ბოდავ.

-კაი, 10 საათზე მზად იყავი და გავგაზოთ სადმე, პროსტა დოიც თუ წამოვიდა არ დაიწყო, იი დოი მოდის მე სახლში დავრჩები.

-ისე გააკეთე, რომ არ წამოვიდეს.

-შენ მე სპაიდერმენი ხომ არ გგონივარ? მე რანაირად დავაბა ამხელა კაცი სახლში. არა, ისე ქსელებს კი ვუშვებ. ხოშიანად დავობდი თეიონის გარეშე.

-სპაიდერმენს არ ამბობენ ასეთ მომენტებში, ალბათ გინდოდა გეთქვა „შენ მე სუპერ გმირი ხომ არ გგონივარო?“

-დაგიძველდა, სირო, ხუმრობა.

-კაი, მკიდიხარ. გააჯვი და 10-ზე შენს ზარს ველოდები, ჩაცმულზე ხახა და ფუჩუ მშრალს ნუ დამტოვებ. უეჭველი დამირეკე იცოდე.


წერტილიOn viuen les histories. Descobreix ara