XIII

25 5 52
                                    

-მეც მეშინია. მაგრამ იმის არა, რისიც შენ. მეშინია, რომ ერთ დღეს საბოლოოდ დაუსვამ ყველაფერს წერტილს. ჰო, შენ დაუსვამ. თუ დასასრული მოვა, ეს შენი ინიციატივით მოხდება. რადგან მე არ მეყოფა ძალა შენს გასაშვებად. აქ მხოლოდ სალაპარაკოდ არ ვარ მოსული. უფრო სათხოვნელად. მინდა... -იწყებს და ცოტახნით ყოვნდება, ფიქრობს. სურს ყველა სიტყვა სწორად თქვას. შემდეგ კი აგრძელებს. -მინდა, რომ კიდევ ვცადოთ. მხოლოდ ერთხელ. არ შემიძლია ასე უბრალოდ დავთმო ის, რაც ვიცი, რომ ჩემთვისაა შექმნილი. თალია, ცხოვრებაში ამაზე დარწმუნებული არასდროს არაფერში ვყოფილვარ. ვიცი, რომ მხოლოდ მე მეკუთვნი. შენს თვალებში ვხედავ, რომ შენც გინდა ეს. მაპატიე, რომ ძალა არ მეყო მაშინ. მაპატიე, რომ ასე სწრაფად გავტყდი. ვერ მოვახერხე შენი შენარჩუნება. მაგრამ ტკივილამდე მსურს ისევ შენ გვერდით ძილი. უბრალოდ შენ გვერდით ყოფნა. არავის ვეტყოდით. უბრალოდ ვცდიდით. მხოლოდ ჩვენ ორი, ყველას წინააღმდეგ. როგორც ადრე. გახსოვს. ვიცი, რომ გახსოვს როგორ ვიყავით. თითოეული დეტალით. ეს შენთვითონ მითხარი. რომ ჩვენს ურთიერთობაში თითოეული დეტალი ზედმიწევნით გქონდა შესწავლილი და აქედან ყველა წამი გიყვარდა. ჩემი ბრალია, რომ ვერ მოვერიე მაშინ ტკივილს. მაგრამ ახლა ძლიერი ვარ. უბრალოდ ერთი შანსი მომეცი.

-და შენ გგონია, რომ თუ ადრე არ გეყო ძალა ახლა გეყოფა? -აწყვეტინებს თალი, ოღონდ არა თავისი სიტყვებით, მის გონებაში მხოლოდ ჯეჰიონი ზის. თითქოს რაღაც სხვა ხმა აკონტროლებს. არ სურს დაიჯეროს ჯეჰიონის სიტყვები, მაგრამ უნებურად მოსდის ეს. მაგრამ როგორ არ უნდა დაიჯეროს. ეს იმდენად ლოგიკურია. გრძნობს, რომ ახლა ყველაზე საშინელი რამ ამოცდა პირიდან. რომ ჭრილობა გაუხსნა იუტას, რომელიც შეხორცების პირას იყო. ხედავს მის თვალებში ჩამქრალ ნაპერწკალს.

-ასე ფიქრობ? -ხმადაბლა ამბობს იუტა. ცდილობს მოწოლილი ტკივილი გადაყლაპოს. ნუთუ ასეთი სუსტი ჩანს. ნუთუ ასე ფიქრობს თალი. არ სურს დაიჯეროს, რომ მის თვალებში უძლურია. თავს უუნაროდ, გაუფასურებულად გრძნობს. თითქოს ამ წამს ყველანაირი იმედი ჩაქრა. ნუთუ მართლა ასეთია მის თვალებში. როგორ ვერ შეამჩნია აქამდე.

წერტილიWhere stories live. Discover now